“ყვავები იმახსოვრებენ იმ ადამიანების სახეებს, რომლებიც არ მოსწონთ და ინფორმაციას გუნდის წევრებსაც გადასცემენ“ - საინტერესო და სახალისო ფაქტები ყვავებზე

“ყვავები იმახსოვრებენ იმ ადამიანების სახეებს, რომლებიც არ მოსწონთ და ინფორმაციას გუნდის წევრებსაც გადასცემენ“ - საინტერესო და სახალისო ფაქტები ყვავებზე

ყვა­ვე­ბი ცნო­ბი­ლე­ბი არი­ან ადაპ­ტი­რე­ბის უნა­რით, ინ­ტე­ლექ­ტით და თა­ვი­ან­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი, ხმა­მა­ღა­ლი "ყი­ვი­ლით" - ამის გამო ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად მათ ხმა­უ­რი­ან და შე­მა­წუ­ხებ­ლა­დაც მი­იჩ­ნე­ვენ. ყვა­ვე­ბი ფრინ­ველ­თა იმა­ვე ოჯახს მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან, რო­მელ­საც ყორ­ნე­ბი, ჩხიკ­ვე­ბი, კა­ჭ­კა­ჭე­ბი და მაკ­ნა­ტუ­ნე­ბი.

ყვა­ვე­ბის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბა ცხოვ­რობს ყვე­ლა კონ­ტი­ნენტზე, გარ­და სამ­ხრეთ ამე­რი­კი­სა და ან­ტარ­ქტი­დი­სა. ყვა­ვე­ბი ჭკვი­ა­ნი, მო­ხერ­ხე­ბუ­ლი, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე და სო­ცი­ა­ლუ­რი არ­სე­ბე­ბი არი­ან. მეც­ნი­ე­რე­ბი დღემ­დე აგ­რძე­ლე­ბენ მათ შეს­წავ­ლას და ახალ-ახა­ლი უც­ნო­ბი ფაქ­ტე­ბის გარ­კვე­ვას.

რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი ყვა­ვე­ბის შე­სა­ხებ:

  • ყვა­ვე­ბის სხვა­დას­ხვა ჯგუფს რე­გი­ო­ნუ­ლი "აქ­ცენ­ტე­ბი" აქვთ და როცა მათ ახალ ჯგუფ­თან შეჩ­ვე­ვა სურთ, სა­კონ­ტაქ­ტოდ ამ "აქ­ცენ­ტებს" იყე­ნე­ბენ;
  • ადა­მი­ა­ნებ­მა შე­ამ­ჩნი­ეს, რო­გორ დე­ბენ ხოლ­მე ყვა­ვე­ბი გზა­ზე კაკ­ლებს, რათა მან­ქა­ნებ­მა გა­და­უ­ა­რონ და ნა­ჭუ­ჭე­ბი და­ამ­ტვრი­ონ, რაც მათ ნიგვზის ჭა­მას უად­ვი­ლებს;
  • კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ყვა­ვე­ბი იმახ­სოვ­რე­ბენ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ებს, რომ­ლე­ბიც არ მოს­წონთ და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვი­ანთ ჯგუფ­ში სხვა ყვა­ვებ­საც აც­ნო­ბენ;
  • ყვა­ვებს კომ­პლექ­სუ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ქცე­ვე­ბიც აქვთ. მა­გა­ლი­თად, როცა ერთი ყვა­ვი კვდე­ბა, გარ­დაც­ვლი­ლის გარ­შე­მო იკ­რი­ბე­ბი­ან, რაც და­ახ­ლო­ე­ბით, დაკ­რძალ­ვას წა­ა­გავს. მეც­ნი­ე­რებ­მა და­ას­კვნეს, რომ ასე­თი ქცე­ვით, ყვა­ვე­ბი არ­კვე­ვენ, თუ რამ გა­მო­იწ­ვია ყვა­ვის სიკ­ვდი­ლი, რათა შემ­დგომ­ში ასეთ საფრ­თხეს თვი­თო­ნაც თავი აა­რი­დონ;
  • ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი ფრინ­ვე­ლე­ბი მა­თე­მა­ტი­კუ­რი გო­ნე­ბი­თაც ხა­სი­ათ­დე­ბი­ან. ყვა­ვებს ხმა­მაღ­ლა დათ­ვლა შე­უძ­ლი­ათ და რაც გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ო­ცა­რია, მათ ნუ­ლის კონ­ცეფ­ცი­აც ეს­მით;
  • გარ­კვე­ულ­წი­ლად, ყვა­ვე­ბი ინ­ტე­ლექ­ტით პა­ტა­რა ბავ­შვებს უტოლ­დე­ბი­ან და ინ­ტე­ლექ­ტის ერთ-ერთ ტეს­ტში მათ მა­ი­მუ­ნებ­საც კი აჯო­ბეს;
  • ყვა­ვებს ლა­პა­რა­კიც შე­უძ­ლი­ათ: თუ­თი­ყუ­შე­ბის მსგავ­სად, ზო­გი­ერთ ყვავს შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნის მე­ტყვე­ლე­ბის იმი­ტი­რე­ბის სწავ­ლა;
  • ყვა­ვებს ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ებ­თან ერ­თად, მან­ქა­ნე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბაც შე­უძ­ლი­ათ;
  • მათ ხელ­სა­წყო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და დამ­ზა­დე­ბაც შე­უძ­ლი­ათ: ხში­რია, როცა ყვა­ვე­ბი ხისა თუ მცე­ნა­რის ტო­ტის­გან კა­უ­ჭი­ან ხელ­სა­წყოს ამ­ზა­დე­ბენ საკ­ვე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად.
  • კორ­ნე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ორ­ნი­ტო­ლო­გი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მო­მუ­შა­ვე ყვა­ვე­ბის ექ­სპერ­ტი კე­ვინ მა­კგო­უ­ე­ნი სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ას გვი­ზი­ა­რებს. რო­გორც კე­ვი­ნი ყვე­ბა, ის რე­გუ­ლა­რუ­ლად უყ­რი­და ყვა­ვებს მი­წის­თხილს. ყო­ველ­თვის, როცა ის სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ო­და, საკ­ვე­ბის­თვის მას­თან ყვა­ვე­ბის ჯგუ­ფი მოფ­რი­ნავ­და. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, მა­კგო­უ­ენ­მა მან­ქა­ნა შეც­ვა­ლა. ყვა­ვებ­მა მას ყუ­რა­დღე­ბა მა­ნამ არ მი­აქ­ცი­ეს, სა­ნამ ერთ-ერ­თმა ყვავ­მა მა­კგო­უ­ე­ნი სა­ხე­ზე არ იცნო.
    • ყვა­ვე­ბი აგ­რეთ­ვე საკ­ვე­ბის და­მალ­ვის ოს­ტა­ტე­ბიც არი­ან. ამას იმ შემ­თხვე­ვა­ში აკე­თე­ბენ, როცა შე­ამ­ჩნე­ვენ, რომ ვინ­მემ, მა­გა­ლი­თად ციყვმა და­ი­ნა­ხა, რომ ისი­ნი საკ­ვებს იმა­რა­გე­ბენ.

    რო­გორც ჩანს, ყვა­ვებს ახა­ლი რა­ღა­ცე­ბის მო­სინ­ჯვა და სწავ­ლა, ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაც მოს­წონთ.

    ზო­გი­ერ­თი მეც­ნი­ე­რის აზ­რით, ყვა­ვე­ბის ტვი­ნი, სხვა ფრინ­ვე­ლებ­თან შე­და­რე­ბით დიდი ზო­მის იმი­ტო­მაა, რომ ეს მათ­მა სო­ცი­ა­ლურ­მა ცხოვ­რე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. ასე მოხ­და ვე­შა­პი­სებრთა, სპი­ლო­ე­ბის, პრი­მა­ტე­ბის და ყვა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც: "ესე­ნი ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი ცხო­ველ­თა ჯგუ­ფე­ბია, რომ­ლე­ბიც კომ­პლექ­სურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცხოვ­რო­ბენ, სა­დაც ინ­დი­ვი­დებს ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ",- აცხა­დებს ლომა პენ­დერგრაფ­ტი, ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კორ­ვი­დე­ბის (ფრინ­ველ­თა ჯგუ­ფი, რო­მელ­საც ყვა­ვე­ბი მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან) ექ­სპერ­ტი.

    მი­სი­ვე თქმით, ამ ჯგუ­ფებს შიგ­ნით ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, შე­საძ­ლოა, ძა­ლი­ან რთუ­ლიც კი გახ­დეს. მათ უწევთ იმის გარ­კვე­ვა, თუ ვის შე­უძ­ლი­ათ ენ­დონ და ვის არა, კონ­ფლიქ­ტის დროს რო­მე­ლი მათ­გა­ნი და­ი­ჭერს მათ მხა­რეს და რო­მე­ლი - არა, ყვე­ლა ეს უნარ-ჩვე­ვა სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და დიდი ტვი­ნის ძა­ლას მო­ი­თხოვს.

  • იმის და­სად­გე­ნად, თუ რამ­დე­ნად ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რე­ბი არი­ან ყვა­ვე­ბი, მეც­ნი­ე­რებ­მა მათ IQ -ს ტეს­ტის მსგავ­სი გა­მოც­და მო­უ­წყვეს. ეს გუ­ლის­ხმობს იმის გარ­კვე­ვას, თუ რამ­დე­ნად კარ­გად ას­რუ­ლე­ბენ ყვა­ვე­ბი და­ვა­ლე­ბებს, რო­გო­რი­ცაა საკ­ვე­ბის მი­სა­ღე­ბად ძა­ფის მო­ქაჩ­ვა, ყუ­თის გახ­სნის გზის მო­ძებ­ნა ან ბა­რა­თებ­ზე სუ­რა­თე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბე­ბის დად­გე­ნა. ეს ტეს­ტე­ბი ყვა­ვე­ბის პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის უნა­რებს ად­გენს.

    კორ­ვი­დე­ბის ექ­სპერ­ტი ჯონ მარზლა­ფი აღ­წერს ყვა­ვე­ბის მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბას და გვი­ბიძ­გებს, რომ და­ვა­ფა­სოთ მათი კამ­პა­ნია: "ძა­ლი­ან ცოტა გა­რე­უ­ლი ფრინ­ვე­ლი მო­გი­კა­კუ­ნებთ ფან­ჯა­რა­ზე ან და­გი­რე­კავთ ზარს იმის­თვის, რომ საჭ­მე­ლი გთხო­ვონ; ცოტა თუ შე­მო­ი­ჭყი­ტე­ბა ფან­ჯა­რა­ში იმის და­სად­გე­ნად, რა­ი­მე ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა თუ შე­გიძ­ლი­ათ. სა­ჩუქ­რე­ბის და­ტო­ვე­ბა და ძაღ­ლე­ბის და­ძა­ხე­ბა პატ­რო­ნე­ბის ხმის იმი­ტა­ცი­ით - ეს მხო­ლოდ ყვა­ვებს შე­უძ­ლი­ათ",- ამ­ბობს მარზლა­ფი. "ყვა­ვე­ბი არ ერი­დე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მოც­დას და მათ გა­მო­ყე­ნე­ბას იმის მი­სა­ღე­ბად, რაც სჭირ­დე­ბათ. ისი­ნი გვი­ბიძ­გე­ბენ, გა­ვი­თა­ვი­სოთ ჩვე­ნი ბი­ო­ლო­გი­უ­რი როლი, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რებ­მა და არა რო­გორც მათ­მა ბა­ტო­ნებ­მა".

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
24-10-2025, 00:44
დაწვრილებით
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
13-12-2025, 16:15
დაწვრილებით