გორში მამაკაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი: რა დეტალებს აქვეყნებს შსს

გორში მამაკაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი: რა დეტალებს აქვეყნებს შსს

შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ი. და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ფლა­ვის­მან­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, 1984 წელს და­ბა­დე­ბულ ა.გ-ს ცივი ია­რა­ღით მუც­ლის არე­ში მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

„დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მას გა­და­უ­დე­ბე­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა თ.ი. მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით