დააკავეს მამაკაცი, რომელმაც 14 წლამდე გოგონებს სოციალური ქსელით ინტიმური ვიდეო გაუგზავნა და მათგან ანალოგიურს ითხოვდა - შსს დეტალებს ავრცელებს

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც 14 წლამდე გოგონებს სოციალური ქსელით ინტიმური ვიდეო გაუგზავნა და მათგან ანალოგიურს ითხოვდა - შსს დეტალებს ავრცელებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის არას­რულ­წლოვ­ნე­ბის საქ­მე­თა მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, 14 წელს მი­უღ­წე­ვე­ლი ორი გო­გო­ნას მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის ბრალ­დე­ბით 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.ჭ. და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

  • გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი 2015 და 2017 წელს და­ბა­დე­ბულ არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნებს ერთ-ერთი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით და­უ­კავ­შირ­და და ინ­ტი­მუ­რი ხა­სი­ა­თის შე­ტყო­ბი­ნე­ბებს უგ­ზავ­ნი­და.

„კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში, ბრალ­დე­ბულ­მა გო­გო­ნებს ინ­ტი­მუ­რი ხა­სი­ა­თის ვი­დეო გა­უგ­ზავ­ნა სა­კუ­თარ ფო­ტოს­თან ერ­თად, ხოლო მათ­გან პა­სუ­ხად ანა­ლო­გი­უ­რი ხა­სი­ა­თის ფოტო-ვი­დეო მა­სა­ლის გა­დაგ­ზავ­ნა მო­ი­თხო­ვა.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, არას­რულ­წლოვ­ნე­ბის საქ­მე­თა მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე და­ად­გი­ნეს და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რის ვი­ნა­ო­ბა და ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს.

ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ღე­ბუ­ლია ბრალ­დე­ბუ­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, სა­ი­და­ნაც ის 14 წელს მი­უღ­წე­ველ გო­გო­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 141-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით