ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია: როგორ იქცა ოლიმპიური ტრასა სიკვდილის გვირაბად - ქართველი ბიჭი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა

ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია: როგორ იქცა ოლიმპიური ტრასა სიკვდილის გვირაბად - ქართველი ბიჭი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა

ზუს­ტად 16 წლის წინ...

  • 2010 წლის 12 თე­ბერ­ვა­ლი
  • კა­ნა­და, ქა­ლა­ქი ვან­კუ­ვე­რი
  • ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე

უისტლე­რის ოლიმ­პი­უ­რი ტრა­სა მო­ლი­პუ­ლი იყო, კვარ­ცი­ვით თეთ­რი და უც­ნა­უ­რი სი­ჩუ­მით სავ­სე… მაგ­რამ ვე­რა­ვინ იფიქ­რებ­და, რომ სულ ცოტა ხან­ში, ის სიკ­ვდი­ლის გვი­რა­ბად იქ­ცე­ო­და.

იქა­უ­რო­ბის შე­მოწ­მე­ბა არ­ცთუ დიდი ხნის წინ დას­რულ­და, ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში ჩან­და.

"ვი­ფიქ­რეთ, უსაფრ­თხო ტრა­სა გვაქვს, შეგ­ვიძ­ლია ოლიმ­პი­ა­და და­ვი­წყოთ. და ეს შეც­დო­მა იყო... “ - აღი­ა­რე­ბენ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი…

ნო­დარ ქუ­მა­რი­ტაშ­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ქარ­თუ­ლი ზამ­თრის გულ­ში - ბა­კუ­რი­ან­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, სა­დაც ყი­ნუ­ლი­სა და თოვ­ლის გა­რე­მოც­ვა­ში ცი­გი­თა თუ თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლის­თვის პირ­და­პირ გან­წი­რუ­ლი იყო…

  • მამა, და­ვით ქუ­მა­რი­ტაშ­ვი­ლი, მო­ცი­გა­ვე იყო;
  • ბიძა, ფე­ლიქ­სი - მო­ცი­გა­ვე და მწვრთნე­ლი;
  • ფე­ლიქ­სის მამა ალე­კო ქუ­მა­რი­ტაშ­ვი­ლი კი სა­ერ­თო­დაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ სა­ხე­ო­ბის შე­მომ­ტა­ნი და დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი...

ოჯახ­ში სრი­ა­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი იყო ....

ნო­და­რიც, რო­გორც ოჯახ­ში თით­ქმის ყვე­ლა, სპორ­ტში პა­ტა­რა ასა­კი­დან მოხ­ვდა და უკვე 21 წლის ასაკ­ში ოლიმ­პი­ა­დის ლი­ცენ­ზია მო­ი­პო­ვა, ეს სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბის­თვის, საკ­მა­ოდ ად­რე­ულ ასა­კად მი­იჩ­ნე­ვა, რად­გან მო­ცი­გა­ვე­ე­ბი 30 წლის ზე­მო­თაც წარ­მა­ტე­ბით აგ­რძე­ლე­ბენ კა­რი­ე­რას.

რუ­სი­კო აფ­ცი­ა­უ­რი, სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რი, იმ­ჟა­მად ასე იხ­სე­ნებ­და მას:

"სა­ხე­ზე ეტყო­ბო­და - სურ­და, მზად იყო სი­ა­მა­ყით ეტა­რე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა".

მშვი­დი, თა­ვა­ზი­ა­ნი ბიჭი, - ასე­თად ახ­სოვთ სპორ­ტსმე­ნებს, - ბავ­შვუ­რი, გულ­წრფე­ლი სა­ხით …

ტრა­გი­კულ დღეს, ბოლო წუ­თებ­ში, ნო­და­რი გა­სახ­დელ­ში ფრანგ ტომა ჟი­როს მოპირ­და­პი­რედ იჯდა და ემ­ზა­დე­ბო­და, მა­ნამ­დე კი სა­პირ­ფა­რე­შოს­თან კა­ნა­დელ ჯეფ კრის­ტის შეხ­ვდა. ინ­დო­ელ­მა მო­ცი­გა­ვე კე­შა­ვან­მა კი ახალ­გაზ­რდა მე­ტო­ქეს წარ­მა­ტე­ბა უსურ­ვა.

"რომ მცოდ­ნო­და, რომ ეს ბოლო სა­უ­ბა­რი იქ­ნე­ბო­და… ბევ­რად მეტს ვე­ტყო­დი", - და­ნა­ნე­ბით იტყვის კე­შა­ვა­ნი რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ერთ-ერთ კა­ნა­დურ გა­მო­ცე­მას­თან.

იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს, ვან­კუ­ვე­რის ზამ­თრის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის გახ­სნამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის წევ­რმა, მო­ცი­გა­ვე ნო­დარ ქუ­მა­რი­ტაშ­ვილ­მა უისტლე­რის ოლიმ­პი­ურ ტრა­სა­ზე ერთ-ერთი ბოლო სა­ვარ­ჯი­შო დაშ­ვე­ბის დროს მარ­თვა და­კარ­გა და 143.3 კმ/სთ სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ციგა ტრა­სის ბორ­ტს შე­ე­ჯა­ხა. სპორ­ტსმე­ნი ცი­გი­დან ამო­ვარ­და და ტრა­სი­დან მო­შო­რე­ბით, ლი­თო­ნის კონ­სტრუქ­ცი­ას შე­ე­ჯა­ხა. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ვერ­ტმფრე­ნით ის მა­შინ­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა...

ქარ­თვე­ლის სპორ­ტსმე­ნი სულ რა­ღაც 21 წლის იყო.

რო­გორც მისი ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ნო­და­რი შრო­მის­მოყ­ვა­რე, ნი­ჭი­ე­რი, მი­ზან­და­სა­ხუ­ლი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა გახ­ლდათ.

სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი გუნ­დის გა­მორ­ჩე­ულ და სა­ო­ცა­რი პერ­სპექ­ტი­ვის მქო­ნე სპორ­ტსმენს ნამ­დვი­ლად დიდი მო­მა­ვა­ლი ჰქონ­და, რომ არა ეს ტრა­გე­დია.

2021 წელს Sportall.ge-სთანსა­უ­ბარ­ში ნო­და­რის მა­მამ და­ვით ქუ­მა­რი­ტაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, - სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სულ­მა დე­ლე­გა­ცი­ამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რა, რომ 21 წლის ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნის ტრა­გი­კუ­ლად და­ღუპ­ვა სა­ცი­გუ­რაო ტრა­სის ბრა­ლი იყო.

"ჩა­მო­ვი­და დე­ლე­გა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში და ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რეს, რომ ტრა­გე­დია ტრა­სის გა­უ­მარ­თა­ო­ბამ გა­მო­იწ­ვია. გერ­მა­ნე­ლი, რო­მე­ლიც შე­ჯიბ­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და, ნო­და­რის ორ­მოც­ზე იყო ჩა­მო­სუ­ლი და სა­ხალ­ხოდ თქვა, ნო­და­რი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ჩვენც რო­მე­ლი­მე და­ვი­ღუ­პე­ბო­დი­თო. ნო­დარ­მა გა­და­არ­ჩი­ნა ჩვე­ნი სი­ცო­ცხლეო", - ამ­ბობს ის ინ­ტერ­ვი­უ­ში და იქვე იხ­სე­ნებს:

"ვიდ­რე ვარ­ჯი­შე­ბი და­ი­წყე­ბო­და, ტე­ლე­ფო­ნით მე­ლა­პა­რა­კა, მი­თხრა, ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო მო­სახ­ვე­ვი­აო. მე ვუ­თხა­რი, თავს ნუ ჩა­იგ­დებ საფრ­თხე­ში, და­ა­მუხ­რუ­ჭე, არ გა­რის­კო-მეთ­ქი. ეწყი­ნა ჩემი ეს რჩე­ვა, გა­მიბ­რაზ­და, ტე­ლე­ფო­ნი გა­მი­თი­შა... რას ლა­პა­რა­კობ, მამა, და­სა­მუხ­რუ­ჭებ­ლად ჩა­მო­ვე­დიო?!"

რო­გორც წარ­სულ­ში თვი­თო­ნაც მო­ცი­გა­ვე მამა იხ­სე­ნებს, შვილ­მა სპორ­ტუ­ლი გზა მა­მის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, თვი­თონ აირ­ჩია. ინ­ტერ­ვი­უ­ში და­ვით ქუ­მა­რი­ტაშ­ვი­ლი ამ­ბობს, - არც კი მი­ფიქ­რია, რომ ნო­დარს სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა მო­ე­წო­ნე­ბო­დაო...

მო­ე­წო­ნა და თა­ნაც რო­გორ, რო­გორც ამ­ბო­ბენ, შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად ძა­ლი­ან ბევ­რს ვარ­ჯი­შობ­და. მისი მწვრთნე­ლი კი იყო მისი ბიძა, სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მწვრთნე­ლი ფე­ლიქს ქუ­მა­რი­ტაშ­ვი­ლი.

სა­ერ­თო­დაც ქუ­მა­რი­ტაშ­ვი­ლე­ბის გვარს სა­ქარ­თვე­ლო­ში სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის. ამ გვა­რის სპორ­ტსმე­ნე­ბი საბ­ჭო­თა პირ­ვე­ლო­ბა­ზე ყო­ველ­თვის სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ.

"როცა დრო ჰქონ­და, ბა­კუ­რი­ან­ში თხი­ლა­მუ­რებ­ზეც დგე­ბო­და, პა­ტა­რებს თხი­ლა­მუ­რებ­ზე დგო­მას ას­წავ­ლი­და. ეკ­ლე­სი­უ­რი იყო ძა­ლი­ან, წირ­ვებ­ზე და­დი­ო­და. ეკო­ნო­მი­ურ­ზე სწავ­ლობ­და. ტრა­გე­დია რომ დატ­რი­ალ­და, მე-4 კურ­სზე იყო. დიპ­ლო­მი სახ­ლში მოგ­ვი­ტა­ნეს.... რაც შე­ე­ხე­ბა მის პირ­ველ წარ­მა­ტე­ბას, თუ არ მეშ­ლე­ბა და კარ­გად მახ­სოვს, 16 წლის იყო, როცა გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­ტარ­და ტურ­ნი­რი და თხუთ­მე­ტე­ულ­ში მოხ­ვდა", - იხ­სე­ნებს ნო­და­რის მამა.

2010 წლის 17 თე­ბერ­ვალს ნო­დარ ქუ­მა­რი­ტაშ­ვი­ლის ცხე­და­რი სამ­შობ­ლო­ში ჩა­მო­ას­ვე­ნეს. 20 თე­ბერ­ვალს სპორ­ტსმე­ნი მის მშობ­ლი­ურ ბა­კუ­რი­ან­ში, ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში დაკ­რძა­ლეს.

ბა­კუ­რი­ან­ში იმ ქუ­ჩას, სა­დაც ნო­დარ ქუ­მა­რი­ტაშ­ვი­ლი ცხოვ­რობ­და, ქარ­თვე­ლი ოლიმ­პი­ე­ლის სა­ხე­ლი ეწო­და, მის სახ­ლში ასე­ვე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს სპორ­ტსმე­ნის მუ­ზე­უ­მი.

ნო­დარ ქუ­მა­რი­ტაშ­ვი­ლი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა ოლიმ­პი­უ­რი ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა. 2018 წელს, სპორ­ტსმე­ნის დე­დის, დოდო ხა­რა­ზიშ­ვი­ლის ავ­ტო­რო­ბით, ქარ­თულ და ინ­გლი­სურ ენებ­ზე და­ი­ბეჭ­და წიგ­ნი, რო­მე­ლიც 21 წლის სპორ­ტსმე­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე, მიღ­წე­ვებ­სა და სპორ­ტულ კა­რი­ე­რა­ზე მოგ­ვი­თხრობს.

2020 წლის დე­კემ­ბერ­ში, კა­ნა­და­ში, ვან­კუ­ვე­რის "სტენ­ლის ცენ­ტრა­ლურ პარკში" სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­სა და ვან­კუ­ვე­რის ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით. ნო­დარ ქუ­მა­რი­ტაშ­ვი­ლის ხსოვ­ნი­სად­მი მი­ძღვნი­ლი მე­მო­რი­ა­ლი გა­იხ­სნა.

  • 12 წლის შემ­დეგ

ტრა­გე­დი­ი­დან 12 წლის შემ­დეგ, ზამ­თრის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ლი­ცენ­ზია კი­დევ ერთი ქუ­მა­რი­ტაშ­ვილ­მა მო­ი­პო­ვა და ისევ 21 წლის ასაკ­ში. ამ­ჯე­რად ოლიმ­პი­ურ ტრა­სა­ზე ნო­და­რის ბი­ძაშ­ვი­ლი - საბა გა­ვი­და...

"ნო­დარ­ზე ფიქ­რი მტკივ­ნე­უ­ლია, თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად, ძა­ლა­საც მმა­ტებს. ყვე­ლა თა­ო­ბა­ში ერთი მო­ცი­გა­ვე მა­ინც გვყავ­და და ახლა მეც მის ნა­ბი­ჯებს მივ­ყვე­ბი“, - თქვა მან ოლიმ­პი­ა­დის და­წყე­ბამ­დე...

სა­ბამ მე­და­ლი ვერ მო­ი­გო - 34 სპორ­ტსმე­ნი­დან 31-ე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, მაგ­რამ მის­თვის ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა ნაკ­ლე­ბად ჰქონ­და.

მან ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი გა­ა­კე­თა - იქ დაბ­რუნ­და, სა­დაც ნო­და­რის გზა შე­წყდა... მან ეს გზა გა­აგ­რძე­ლა...

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
13-12-2025, 16:15
დაწვრილებით