ხელჩართული ჩხუბი მანჩესტერისკენ მიმავალ რეისზე: მგზავრები ერთმანეთს სასტიკად გაუსწორდნენ - პილოტი იძულებული გახდა თვითმფრინავი ავარიულად დაესვა

ხელჩართული ჩხუბი მანჩესტერისკენ მიმავალ რეისზე: მგზავრები ერთმანეთს სასტიკად გაუსწორდნენ - პილოტი იძულებული გახდა თვითმფრინავი ავარიულად დაესვა

თურ­ქე­თი­დან მან­ჩეს­ტე­რის­კენ მი­მა­ვალ რე­ის­ზე ბრი­ტა­ნელ მგზავ­რებს შო­რის მა­სობ­რი­ვი ჩხუ­ბი ატყდა, რის გა­მოც თვითმფრი­ნა­ვი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სა­გან­გე­ბო დაშ­ვე­ბა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა.

ჰა­ერ­ში მყოფ რე­ის­ზე გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ ყვი­რი­ან მგზავ­რე­ბი, მა­შინ რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, სა­ლონ­ში, ერ­თმა­ნეთს ეჭი­და­ვე­ბა და მუშ­ტებს ურტყამს.

ქა­ო­სი მთელ სა­ლონ­ში სწრა­ფად გავ­რცელ­და, მას­ში შე­ში­ნე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი და ხან­დაზ­მუ­ლი მგზავ­რე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ ჩათ­რე­ულ­ნი.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, რო­დე­საც კონ­ფლიქ­ტი სა­ბო­ლო­ოდ ჩა­ცხრა სა­ვარ­ძლებ­ზე სის­ხლი კვა­ლი ჩან­და, ხოლო ია­ტაკ­ზე - გა­ფან­ტუ­ლი კბი­ლე­ბი.

დაჯ­დო­მის შემ­დეგ ბორტზე პო­ლი­ცია ავი­და და ორი პირი და­ა­კა­ვა.

მგზავ­რე­ბის თქმით, და­კა­ვე­ბულ­თა­გან ერთ-ერთი ძლი­ერ ნას­ვა­მი იყო და რა­სის­ტუ­ლად ლა­პა­რა­კობ­და, რის შემ­დე­გაც ვი­თა­რე­ბა გამ­წვავ­და და ბორტგამ­ცი­ლებ­ლებ­თან სი­გა­რე­ტის გამო და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და.

რო­გორ მოგ­ვი­ა­ნე­ბით თვითმფრი­ნა­ვის პი­ლოტ­მა გა­ნა­ცხა­და, 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფრე­ნე­ბის დროს სა­გან­გე­ბო დაშ­ვე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ერთი ხე­ლის თი­თებ­ზე შე­ეძ­ლო ჩა­მო­ეთ­ვა­ლა, თუმ­ცა მსგავ­სი ძა­ლა­დობ­რი­ვი ინ­ცი­დენ­ტი არას­დროს უნა­ხია.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"ჯერ მეოთხე ძრავამ შეწყვიტა მუშაობა, შემდეგ მეორემ - ხრახნი მოტყდა და მფრინავების კაბინა გადაჭრა" - რას წერს თურქული მედია ავიაკატასტროფაზე შავი ყუთების გაშიფვრის დაწყების შემდეგ?
"ჯერ მეოთხე ძრავამ შეწყვიტა მუშაობა, შემდეგ მეორემ - ხრახნი მოტყდა და მფრინავების კაბინა გადაჭრა" - რას წერს თურქული მედია ავიაკატასტროფაზე შავი ყუთების გაშიფვრის დაწყების შემდეგ?
18-11-2025, 14:12
დაწვრილებით
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით