"მოძალადე ალექსანდრე გაბაშვილის დაცვაზე უარი თქვეს ადვოკატებმა, ირმა ჭკადუამ და თეონა გვაზავამ! ეს არის ღირსეული ქალბატონების ღირსეული სვლა!" - ეკა კუპატაძე

"მოძალადე ალექსანდრე გაბაშვილის დაცვაზე უარი თქვეს ადვოკატებმა, ირმა ჭკადუამ და თეონა გვაზავამ! ეს არის ღირსეული ქალბატონების ღირსეული სვლა!" - ეკა კუპატაძე

მოკ­ლუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის დაც­ვა­ზე უარი თქვეს ად­ვო­კა­ტებ­მა თე­ო­ნა გვა­ზა­ვამ და ირმა ჭკა­დუ­ამ. ამის შე­სა­ხებ ეკა კუ­პა­ტა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"თქვე­ნი შიში და სი­ჩუ­მე, მო­ძა­ლა­დეს აძ­ლი­ე­რებს!!! მო­ძა­ლა­დე ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის დაც­ვა­ზე, უარი თქვეს ად­ვო­კა­ტებ­მა, ირმა ჭკა­დუ­ამ და თე­ო­ნა გვა­ზა­ვამ!!! ეს არის ღირ­სე­უ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ღირ­სე­უ­ლი სვლა!!! გიგა ავა­ლი­ან­მა და­ბა­დე­ბის წა­მი­დან გარ­დაც­ვა­ლე­ბის წა­მამ­დე, ყო­ვე­ლი წამი იცხოვ­რა უხინ­ჯოდ!!!სწო­რედ გი­გას გავ­ლი­ლი ცხოვ­რე­ბაა ჩემ­თვის ფა­რიც და მახ­ვი­ლიც!!!

ამ ბრძო­ლა­ში, მე არ შევ­სულ­ვარ მხო­ლოდ მა­ღა­ლი ხმით და აწე­უ­ლი თი­თით! მე ამ ბრძო­ლა­ში ვარ ჩემი სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მით!!! ზურგს მი­მაგ­რებს უში­შა­რი ძმე­ბი, ჭკვი­ა­ნი ად­ვო­კა­ტე­ბი და წრფე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა!!!(მინ­და იც­ნობ­დეთ ჩემს ად­ვო­კა­ტებს Zaza Khatiashvili, Tamar Avaliani, Darejan Sulashvili.)ვხვდე­ბი, ხვდე­ბით, რომ არ გავ­ჩერ­დე­ბი მა­ნამ, სა­ნამ ყვე­ლა (გა­ნურ­ჩევ­ლად სქე­სი­სა, ასა­კი­სა თუ სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა) თა­ვი­სი და­ნა­შა­უ­ლის პრო­პორ­ცი­უ­ლად არ და­ის­ჯე­ბა!!!

ბრა­ზი მახ­რჩობს, რო­გორ ით­მენ­და დიდი დი­ღო­მი ამ სი­სას­ტი­კეს!!!! მათ­მა სი­ჩუ­მემ მოკ­ლა ჩემი შვი­ლი! შენი სი­ჩუ­მე მოკ­ლავს სხვას, ილა­პა­რა­კე!!! შემ­ზა­რავ ვი­დეო კად­რებ­ში კარ­გად ჩანს, თუ რამ­ხე­ლა სი­ა­მოვ­ნე­ბას იღე­ბენ მო­ძა­ლა­დე­ე­ბი!მათი მშობ­ლე­ბის­თვის კი, ეს უბ­რა­ლოდ, "ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ჩხუ­ბი!"-ა!!! მათი მშობ­ლე­ბიც არი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­შიშ­ნი!!!!!" - წერს ეკა კუ­პა­ტა­ძე.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გი­ორ­გი რი­კა­ძის, დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი­სა და ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

საქ­მე, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის სხვა­დას­ხვა ეპი­ზოდს ეხე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი რი­კა­ძე, დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი, ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი და სხვა პი­რე­ბი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით თა­ვად, თით­ქოს­და გო­გო­ნე­ბის სა­ხე­ლით წერ­დნენ შერ­ჩე­ულ მსხვერ­პლს და ახ­დენ­დნენ მათ გა­რეთ გა­მო­ტყუ­ე­ბას, ითან­ხმებ­დნენ მათ წი­ნას­წარ შერ­ჩე­ულ დრო­სა და ად­გი­ლას შეხ­ვედ­რა­ზე, უსაფ­რდე­ბოდ­ნენ და მათ­ზე ჯგუ­ფუ­რად ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­დნენ, რაც მსხვერ­პლის უმო­წყა­ლო ცე­მა­სა და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და.

ვი­ნა­ი­დან ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არას­რულ­წლოვ­ნე­ბი არი­ან, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში წა­რი­მარ­თა.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
13-12-2025, 16:15
დაწვრილებით
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით