"ამ პატარა გოგონების მიმართ აგრესიასა და შეურაცხყოფას გამოხატავენ... ცილისმწამებრული და ბინძური ტექსტების თანხლებით აზიარებენ ვიდეოებს... მივმართე სამართალდამცველებს" - ევას და ანა მარიას დედის მიმართვა

სოციალურ ქსელში ევას და ანა მარიას გვერდი საკმაოდ პოპულარულია. დების ვიდეოებს უამრავი ნახვა და მოწონება აქვს. პატარა ევა კი ნამდვილი ვარსკვლავია. თუმცა, როგორც გოგონების დედა ფიქრია ბუთიაშვილი წერს თავისივე გვერდზე, პოპულარობის მეორე მხარემაც იჩინა თავი:

"ძვირფასო მეგიბრებო!

კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდითმი თბილ და კეთილი სიტყვებისთვის, რასაც ევა და ანამარიასთვის არ იშურებთ. სამწუხაროდ, ისეთი ადამიანებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ამ პატარა გოგონების მიმართ აგრესიასა და შეურაცხყოფას გამოხატავენ. ზოგიერთები კი, ცილისმწამებრული და ბინძური ტექსტების თანხლებით, გოგონების ვიდეოებს სხვადასხვა პლატფორმაზე აზიარებენ და ,,მოწონებებით’’ მხარდაჭერას ითხოვენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, პირდაპირი ჩართვით გესაუბრეთ,ჩემი გულისტკივილი გაგიზიარეთ და სამართლდამცავებსაც მივმართე. იმედია საგამოძიებო ორგანოები დაადგენენ, ვინ და რა მიზნით ახორციელებს ჩვენი ოჯახის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას.

ეს გვერდი არის ა ნ ა მ ა რ ი ა ს დ ა ე ვ ა ს გვერდი. ბავშვებს ნამდვილად ჰყავთ კეთილმსურველები და მათ მხარდაჭერას გულწრფელად ვაფასებთ. სოციალურ სივრცეში, რომელიმე პლატრფორმაზე, ვინმესგან ,,მოწონებების’’ თხოვნა-მოთხოვნა თუ შეგხვდებათ, ჩვენ ამ ადამიანებთან არაფერი გვაკავშირებს. არ ვიცნობთ მათ და არც ის ვიცით, რა მიზნები აქვთ, როდესაც ჩემი არასრულწოვანი შვილების ფოტოებს და ვიდეოებს, რბილად რომ ვთქვათ, არასწორად ავრცელებენ და აზიარებენ.

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ფიქრია ბუთიაშვილი!"

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"დედის სასაფლაოსთან მისულს მანქანა დაეჯახა... ასევე დაშავდნენ მძღოლის მეუღლე და მათი 10 თვის შვილი... ელისოს დედა 4 წლის ასაკში გარდაეცვალა, ამბობდა, მესიზმრებაო" - ზუგდიდში მომხდარი ავტოავარიის დეტალები

16-12-2025, 15:12
დაწვრილებით