გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის კიდევ 5 ეპიზოდში ადანაშაულებენ

გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის კიდევ 5 ეპიზოდში ადანაშაულებენ

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა გიგა ავა­ლი­ა­ნის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლებს ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის სხვა ფაქ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­საც ედა­ვე­ბა. ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გან­ცხა­დე­ბა თბი­ლი­სის პრო­კუ­რორ­მა გი­ორ­გი მი­ქა­ი­ამ გა­ა­კე­თა.

პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­უ­ბა­რია ძა­ლა­დო­ბის კი­დევ 5 ეპი­ზოდ­ზე.

პრო­კუ­რა­ტუ­რა გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის - ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის, გი­ორ­გი რი­კა­ძი­სა და დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის სხვა ეპი­ზო­დე­ბის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­კად­რებ­საც აქ­ვეყ­ნებს, მათ შო­რის პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მა­სა­ლა­ში ჩანს ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის ია­რა­ღით.

ძა­ლა­დო­ბის 5 ეპი­ზო­დი­დან ხუ­თი­ვე­ში მო­ნა­წი­ლე­ობს გი­ორ­გი რი­კა­ძე; ოთხ ეპი­ზოდ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს დი­მიტ­რი ჩი­ქო­ვა­ნი; ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი კი 2- ეპი­ზოდ­ში.

რო­გორც უწყე­ბა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღი­ნიშ­ნა, ერთ-ერთი ძა­ლა­დობ­რი­ვი ეპი­ზო­დის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო გი­ორ­გი რი­კა­ძი­სა და დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში ინა­ხე­ბო­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ გიგა ავა­ლი­ა­ნის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის მიერ ამ ეტაპ­ზე გა­მოვ­ლე­ნი­ლი ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის და ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ამ დრო­ის­თვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლია ასე­უ­ლო­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა, გა­მო­კი­თხუ­ლია ასამ­დე მოწ­მე, და­ნიშ­ნუ­ლია და მი­ღე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხის ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, რის შე­დე­გა­დაც დად­გინ­და, რომ 2025 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილ­მა ნია იმ­ნა­ძი­სა­გან შე­ი­ტყო, რომ მან მა­თე­მა­ტი­კა­ში მომ­ზა­დე­ბა და­ი­წყო გიგა ავა­ლი­ან­თან, რო­მე­ლიც მი­სი­ვე გად­მო­ცე­მით ზედ­მეტ ყუ­რა­დღე­ბას იჩენ­და. ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი და­უ­კავ­შირ­და მე­გობ­რებს გი­ორ­გი რი­კა­ძეს და დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვანს, რო­მელ­თაც მო­უყ­ვა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ, რის შემ­დგო­მაც მათ ერ­თად გა­და­წყვი­ტეს გიგა ავა­ლი­ან­ზე ჯგუ­ფუ­რად თავ­დას­ხმა და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა.

ამ მიზ­ნით და­ად­გი­ნეს გიგა ავა­ლი­ა­ნის პი­როვ­ნე­ბა, შე­ა­მოწ­მეს მისი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი სა­ი­და­ნაც გად­მოტვირ­თეს ფოტო იმი­სათ­ვის, რომ აღექ­ვათ და და­ე­მახ­სოვ­რე­ბი­ნათ ვი­ზუ­ა­ლუ­რად. გა­არ­კვი­ეს მისი სა­მუ­შაო და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის მი­სა­მარ­თე­ბი, შე­ის­წავ­ლეს მისი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი, რა გზით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლში. შე­არ­ჩი­ეს გან­ზრახ­ვის შეს­რუ­ლე­ბის ად­გი­ლი და და­ი­წყეს თვალ­თვა­ლი.

2025 წლის 29 სექ­ტემ­ბერს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი რი­კა­ძე და დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მიზ­ნით მი­ვიდ­ნენ ქ. თბი­ლის­ში, ზღვის უბ­ნის და­სახ­ლე­ბა­ში მდე­ბა­რე სას­წავ­ლო ცენ­ტრთან, სა­დაც მო­ა­წყვეს ჩა­საფ­რე­ბა და შექ­მნი­ლი ჰქონ­დათ ყვე­ლა პი­რო­ბა იმის­თვის, რომ გიგა ავა­ლი­ანს თავს დას­ხმოდ­ნენ და მი­ე­ყე­ნე­ბი­ნათ ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით 20:00 სა­ა­თი­დან 22:00 სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდ­ში ელო­დე­ბოდ­ნენ ცენ­ტრი­დან გიგა ავა­ლი­ა­ნის გა­მოს­ვლას, თუმ­ცა ამ დღეს მათ­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­ზე­ზის გამო გან­ზრახ­ვის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნა ვერ შეძ­ლეს.

2025 წლის 1 ოქ­ტომ­ბერს ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის, გი­ორ­გი რი­კა­ძი­სა და დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით, ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილ­მა და გი­ორ­გი რი­კა­ძემ სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნეს გან­ზრახ­ვა. კერ­ძოდ, და­ახ­ლო­ე­ბით 22 სა­ათ­სა და 20 წუთ­ზე, ქ. თბი­ლი­სი, ზღვის უბ­ნის და­სახ­ლე­ბა, მე-11 მიკ­რო რა­ი­ო­ნი, მე-3 კვარ­ტა­ლი, №56 ა კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი რი­კა­ძე ჯგუ­ფუ­რად თავს და­ესხნენ გიგა ავა­ლი­ანს, რო­მელ­მაც თავ­დას­ხმის შე­დე­გად ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­დე­გად გიგა ავა­ლი­ა­ნი 2025 წლის 24 ოქ­ტომ­ბერს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­მოვ­ლინ­და სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ფაქ­ტე­ბი:

ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილ­მა, გი­ორ­გი რი­კა­ძემ, დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვან­მა და სხვა პი­რებ­მა მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი პი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და დას­ჯის მიზ­ნით ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბა და­ა­ორ­გა­ნი­ზეს, ისი­ნი შე­თან­ხმდნენ სის­ტე­მა­ტუ­რად მო­ეხ­დი­ნათ ასეთ პირ­თა შერ­ჩე­ვა, და­ემ­ყა­რე­ბი­ნათ მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, მო­ტყუ­ე­ბით და­ე­თან­ხმე­ბი­ნათ ისი­ნი შეხ­ვედ­რა­ზე და ფი­ზი­კუ­რად გას­წო­რე­ბოდ­ნენ. გი­ორ­გი რი­კა­ძე, დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი, ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი და სხვა პი­რე­ბი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით თა­ვად, თით­ქოს­და გო­გო­ნე­ბის სა­ხე­ლით წერ­დნენ შერ­ჩე­ულ მსხვერ­პლს და ახ­დენ­დნენ მათ გა­რეთ გა­მო­ტყუ­ე­ბას, ითან­ხმებ­დნენ მათ წი­ნას­წარ შერ­ჩე­ულ დრო­სა და ად­გი­ლას შეხ­ვედ­რა­ზე, უსაფ­რდე­ბოდ­ნენ და მათ­ზე ჯგუ­ფუ­რად ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­დნენ, რაც მსხვერ­პლის უმო­წყა­ლო ცე­მა­სა და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და. ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას ისი­ნი კა­მე­რა­ზე აფიქ­სი­რებ­დნენ, ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ველ კად­რებს კი ინა­ხავ­დნენ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებ­ში და ავ­რცე­ლებ­დნენ მიზ­ნობ­რივ ჯგუ­ფებ­ში.

დად­გე­ნი­ლია, რომ ორ­გა­ნი­ზე­ბულ­მა ჯგუფ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. შემ­დე­გი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი:

2025 წლის ზამ­თარ­ში გი­ორ­გი რი­კა­ძემ, ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილ­მა, დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვან­მა, და სხვა პი­რებ­მა იმ მო­ტი­ვით, რომ თით­ქოს­და 30 წლამ­დე მა­მა­კა­ცი ერთ-ერთი მათ­გა­ნის ახ­ლო­ბელ გო­გო­ნას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით სწერ­და, მისი დას­ჯა და და­ში­ნე­ბა გა­და­წყვი­ტეს. ამ მიზ­ნით 2025 წლის თე­ბერ­ვალ­ში, ღა­მის სა­ა­თებ­ში, გი­ორ­გი რი­კა­ძემ, დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვან­მა, ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილ­მა და სხვა პი­რებ­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ტყუ­ე­ბით მი­იყ­ვა­ნეს ქ. თბი­ლის­ში, დიდ დი­ღომ­ში, მე-3 მიკ­რო­რა­ი­ონ­ში, მე-20 კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში ხელ-ფე­ხის მრა­ვალ­ჯე­რა­დი დარ­ტყმით ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ მას, ხოლო ძა­ლა­დო­ბის პრო­ცე­სი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ი­ღეს.

ასე­ვე, 2025 წლის ზა­ფხულ­ში, ქ. თბი­ლის­ში, დიდ დი­ღომ­ში, მე-3 მიკ­რო­რა­ი­ონ­ში, 21-ე კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, გი­ორ­გი რი­კა­ძე და ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი სხვა პი­რებ­თან ერ­თად, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში ხელ-ფე­ხის მრა­ვალ­ჯე­რა­დი დარ­ტყმით, ფი­ზი­კუ­რად, უმო­წყა­ლოდ გა­უს­წორ­დნენ წი­ნას­წარ შერ­ჩე­ულ მსხვერ­პლს, ხოლო ძა­ლა­დო­ბის პრო­ცე­სი, ასე­ვე მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ი­ღეს.

იმა­ვე მიზ­ნი­თა და მო­ტი­ვით, 2025 წლის თე­ბერ­ვალ­ში, გი­ორ­გი რი­კა­ძე დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვან­თან და სხვა პი­რებ­თან ერ­თად, ერთ-ერთი კორ­პუ­სის სა­დარ­ბა­ზო­ში, მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბის დას­ჯი­სა და და­ში­ნე­ბის მიზ­ნით, თავს და­ესხნენ წი­ნას­წარ შერ­ჩე­ულ მსხვერ­პლს, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში ხელ-ფე­ხის მრა­ვალ­ჯე­რა­დი დარ­ტყმით ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს მას, ხოლო ძა­ლა­დო­ბის პრო­ცე­სი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ი­ღეს.

2025 წლის სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 21:00 სა­ა­თი­დან 22:00 სა­ა­თამ­დე დრო­ის შუ­ა­ლედ­ში, ქ.თბი­ლის­ში, დიდ დი­ღომ­ში, მე-3 მიკ­რო­რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე ახალ სკვერ­ში დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი და სხვა პი­რე­ბი ფი­ზი­კუ­რად გას­წორ­დნენ იქ მყოფ ახალ­გაზ­რდებს. თავს და­ესხნენ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს და სხე­უ­ლის არე­ში ხელ-ფე­ხის მრა­ვალ­ჯე­რა­დი დარ­ტყმის შე­დე­გად ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ მათ.

ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილს გიგა ავა­ლი­ა­ნის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად რა­მაც გა­მო­იწ­ვია სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა) და სხვა ძა­ლა­დობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტებ­ზე 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლით (ჯგუ­ფუ­რი მოქ­მე­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რა­საც თან ახ­ლავს ძა­ლა­დო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 14 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გი­ორ­გი რი­კა­ძეს გიგა ავა­ლი­ა­ნის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად რა­მაც გა­მო­იწ­ვია სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა) და სხვა ძა­ლა­დობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტებ­ზე 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლით (ჯგუ­ფუ­რი მოქ­მე­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რა­საც თან ახ­ლავს ძა­ლა­დო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 14 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვანს, სხვა ძა­ლა­დობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლით (ჯგუ­ფუ­რი მოქ­მე­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რა­საც თან ახ­ლავს ძა­ლა­დო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მას­ვე ბრალ­დე­ბა გიგა ავა­ლი­ა­ნის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე წარ­დგე­ნი­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 18,117-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ლ“ ქვე­პუნ­ქტით (ჯგუ­ფუ­რად ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბა) და საქ­მე არ­სე­ბი­თად გა­ნი­ხი­ლე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში.

სა­მი­ვე ბრალ­დე­ბულს პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვს პა­ტიმ­რო­ბა.

აქვე გან­ვმარ­ტავთ, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გა­მო­იკ­ვე­თე­ბა რო­მე­ლი­მე სხვა პი­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი, იქ­ნე­ბა ეს და­ნა­შა­უ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა თუ სხვა ნე­ბის­მი­ე­რი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ მოხ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა.

ასე­ვე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა ახ­ლად გა­მოვ­ლე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ფაქ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით“, - აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით