რაბათის ციხეში, დაცვის პოლიციისათვის განკუთვნილ სამუშაო ოთახში, თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს - რა განცხადებას აქვეყნებს შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 9 თებერვალს რაბათის ციხეში არსებულ დაცვის პოლიციისათვის განკუთვნილ სამუშაო ოთახში დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს.
-
მათივე ცნობით, მან სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თვითდაზიანება მიიყენა
"შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, 1985 წელს დაბადებული, თ.ო.-ს გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.
მიმდინარე წლის 9 თებერვალს, რაბათის ციხეში არსებულ დაცვის პოლიციისათვის განკუთვნილ სამუშაო ოთახში, თ.ო გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით მან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თვითდაზიანება მიიყენა.
მიყენებული დაზიანების შედეგად დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს პროკურატურა აწარმოებს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
