საპატრიარქო სამძიმრის წერილს ავრცელებს

საპატრიარქო სამძიმრის წერილს ავრცელებს

პატრიარქო სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„ამა წლის 4 თებერვალს გარდაიცვალა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მდებარე თავკვეთულას წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის ბერი იოანე (პაიჭაძე).

ბერი იოანე დაიკრძალება შაბათს, 7 თებერვალს ამავე მონასტერში.

მწუხარებას გამოვთქვამთ ბერ იოანეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს. უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული ბერი იოანე“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით