40 წლის კაცმა 14 წლის გოგო გაიტაცა და სახლში მიიყვანა - რა განზრახვით მოქმედებდა მამაკაცი, რომელიც ახლა გაქცეულია და იმალება?

ოკუპირებულ აფხაზეთში არასრულწლოვანი გოგონა ქორწინების მიზნით გაიტაცეს.
ამის შესახებ ekhokavkaza თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. პროკურატურაზე დაყრდნობით წერს.
კერძოდ, სოხუმის პროკურატურა იძიებს მოქალაქე უზუნ-იაკუბ-ოღლუ ენვერ მეჯიდოვიჩის მიერ შეტანილ საჩივარს მისი არასრულწლოვანი ქალიშვილის, 2012 წელს დაბადებული უზუნ-იაკუბ-ოღლუ ნ.ე.-ს გატაცებასთან დაკავშირებით.
გამომძიებლების ცნობით, 2 თებერვალს, 14 წლის სკოლის მოსწავლემ დილის 11:00 საათიდან შუადღის 13:00 საათამდე ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჯგერდას საშუალო სკოლის შენობა დატოვა. გარეთ მას 1986 წელს დაბადებული - 40 წლამდე მამაკაცი, მიზან ჯოპუა ელოდა.
"მან არასრულწლოვანი თავის საცხოვრებელ ადგილას, სოხუმში წაიყვანა. ჩასვლისთანავე არასრულწლოვანის ნათესავებს აცნობეს მ.ზ. ჯოპუა არასრულწლოვანზე დაქორწინების განზრახვის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, გოგონა თავდაპირველად სოხუმის პროკურატურაში გადაიყვანეს და საჭირო პროცედურული დასრულების შემდეგ, მამას გადასცეს.
გატაცებაში სავარაუდო ბრალდებული სამართალდამცავ ორგანოებს ემალება.
