19 წლის ბიჭი მანქანით დაჭაობებულ ადგილას ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა - უბედური შემთხვევა ქობულეთში

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში, ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალგაზრდა საკუთარი ავტომობილით მოძრაობდა, რა დროსაც ის გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დაჭაობებულ ადგილას ჩავარდა. ავტომობილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს, ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. დაწყებულია გამოძიება.
FB კომენტარები
