ვის გადაეცემა 10 000-ლარიანი ფულადი დახმარება წელიწადში ერთხელ?

ვის გადაეცემა 10 000-ლარიანი ფულადი დახმარება წელიწადში ერთხელ?

100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების პროგრამა გრძელდება. ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ 2026 წლის პროგრამაში ვკითხულობთ.

პროგრამა ითვალისწინებს ქ. თბილისში რეგისტრირებულ 100 წელს მიღწეულ ხანდაზმულთათვის ფინანსური დახმარების გაწევას.

ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები?

ქალაქ თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც საბიუჯეტო წლის განმავლობაში შეუსრულდებათ 100 და მეტი წელი.

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

10 000 ლარის ოდენობის ფულადი დახმარება

როგორ უნდა მიიღოს პირმა ბენეფიტი?

ბენეფიტის მიღება ხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისთვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე. თანხა დაირიცხება ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე, მომსახურე ბანკიდან ("თიბისი ბანკი") პირის მიერ ანგარიშის გახსნის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ.

პირები რომლებსაც 2025 წელს „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, პირად საბანკო ანგარიშზე დაერიცხათ ფულადი დახმარება, აღნიშნული ბენეფიციარებისათვის, სამსახურისადმი განცხადებით მიმართვა არ არის სავალდებულო.

როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირი 10 000-ლარიან ფულად დახმარებას წელიწადში ერთხელ, ერთჯერადად მიიღებს. თუმცა, 101 ან მეტი წლის შესრულების შემთხვევაში, ყოველწლიურად, მას ისევ გადაეცემა 10 000-ლარიანი დახმარება. ამ შემთხვევაში, თბილისის მერიისათვის განცხადებით მიმართვა საჭირო აღარ არის.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"სუფრაზე ეს 3 რამ უნდა იყოს... 31 დეკემბერს გველისა და ცხენის ფიგურები ერთად უნდა გვქონდეს..." - მიხეილ ცაგარელი გვირჩევს, როგორ შევხვდეთ 2026 წელს, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოვიზიდოთ
"სუფრაზე ეს 3 რამ უნდა იყოს... 31 დეკემბერს გველისა და ცხენის ფიგურები ერთად უნდა გვქონდეს..." - მიხეილ ცაგარელი გვირჩევს, როგორ შევხვდეთ 2026 წელს, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოვიზიდოთ
15-12-2025, 19:38
დაწვრილებით