23 წლის ბიჭი არ მიატოვა... ოპერაციის დასრულებიდან მალევე, ექიმის გული სამუდამოდ გაჩერდა

23 წლის ბიჭი არ მიატოვა... ოპერაციის დასრულებიდან მალევე, ექიმის გული სამუდამოდ გაჩერდა

დიდი ადამიანი და ქირურგი როსტომ შველიძე ზესტაფონის არცთუ ისე გრანდიოზულ კლინიკაში მუშაობდა, თუმცა მისით მთელი რეგიონი ამაყობდა და დღესაც ამაყობს. ქირურგი მორიგი 8-საათიანი ოპერაციის ჩატარებისას მიხვდა, რომ სხვისი გულის ამუშავებისთვის ბრძოლაში თავად საკუთარი გული დაუზიანდა, თუმცა გადაწყვიტა, რომ ოპერაცია არ მიეტოვებინა, საკუთარი გულისთვის კი მერე ეშველა, თუკი იქნებოდა შესაძლებელი. საოპერაციო მაგიდაზე ტყვიით დაცხრილული 23 წლის ბიჭი იწვა. არც მიუტოვებია, თუმცა ოპერაციის დასრულების შემდეგ ექიმის გული სამუდამოდ გაჩერდა.

„როსტომ შველიძე ქირურგი იყო, მაგრამ მედიცინის ყველა დარგს იმდენად კარგად იცნობდა, ზესტაფონში არავინ მეგულება, მასთან რჩევის მისაღებად რომ არ მისულიყო.

ჩემი მეუღლეც სამჯერ მკურნალობდა მასთან და რამდენჯერაც კლინიკაში მისვლა დასჭირდებოდა, ყოველთვის გვეუბნებოდა, სადაც როსტომ შველიძე მუშაობს, იქ მიმიყვანეთ, თუ მაგას არ დაველაპარაკები, ისე არსად წავალ, მირჩევნია, სახლში ვიყოო. ამას განა იმიტომ ამბობდა, რომ ზესტაფონში კარგი ექიმები არ გვყავს, მაგრამ როსტომ შველიძემ მედიცინის ყველა დარგი ძალიან კარგად იცოდა, რომ შეხვდებოდი, თითქოს მისი საუბარიც კი გკურნავდა, მისი სიტყვები გულზე მალამოდ ედებოდა. ის მართლაც განსაკუთრებული ადამიანი იყო, ვერ გეტყვით როგორ ახერხებდა, რომ როგორი სასოწარკვეთილიც არ უნდა ყოფილიყო პაციენტი, მასთან გასაუბრების შემდეგ საოცარი სიმშვიდე იპყრობდა...

იმ ოპერაციაზე, რომელიც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, 23 წლის ბიჭი იწვა საოპერაციო მაგიდაზე. იმდენად მძიმე, რომ ოპერაციის წამით დაყოვნება არ შეიძლებოდა, არტერიები ჰქონდა დაგლეჯილი და ერთი არტერიიდან თქრიალით მოსდიოდა სისხლი. აი, ამიტომ ვერ მიატოვა და ვერ გადასცა სხვას ოპერაცია".

- მოგვიანებით გაირკვა, რომ ინფარქტი­ ოპერაციის დროს მიიღო და დროული რეაგირებით გადარჩენის დიდი შანსი ჰქონდა. შეუძლებელია ასეთი ექიმი ვერ მიმხვდარიყო, რა მოუვიდა და რა შანსი ჰქონდა.

- ყველაფერს მიხვდებოდა, მაგრამ უმძიმეს ოპერაციაზე იყო და არჩია თავის თავზე აეღო მისი დასრულების პასუხისმგებლობა, რადგან მას ჰქონდა ბიჭის გადარჩენის ყველაზე მეტი შანსი, ხუმრობა ხომ არ არის 8-საათიანი უმძიმესი ოპერცია.

ამასწინათ სოციალურ ქსელში მისი ვაჟი, რომელიც ასევე ექიმია, წერდა, ყველაზე უცნაური ის არის, რაც დრო გადის, მით უფრო და უფრო ვამაყობ შენითო.

ვერ წარმოიდგენთ, რამდენჯერ მიფიქრია, რატომ მიეცა როსტომ შველიძეს ამქვეყნად ყოფნის ამდენად ცოტა დრო. ალბათ, იმიტომ, რომ თავისი მისია უკვე აღასრულა, იმდენი გააკეთა და იმდენი სიყვარული წაიღო, ძალიან ბევრისთვის იქნებოდა საკმარისი. რაც მთავარია, ჩვენთვის ის გმირია, გმირად კი ამ ქვეყნიდან ძალიან ცოტა მიდის.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"სუფრაზე ეს 3 რამ უნდა იყოს... 31 დეკემბერს გველისა და ცხენის ფიგურები ერთად უნდა გვქონდეს..." - მიხეილ ცაგარელი გვირჩევს, როგორ შევხვდეთ 2026 წელს, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოვიზიდოთ
"სუფრაზე ეს 3 რამ უნდა იყოს... 31 დეკემბერს გველისა და ცხენის ფიგურები ერთად უნდა გვქონდეს..." - მიხეილ ცაგარელი გვირჩევს, როგორ შევხვდეთ 2026 წელს, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოვიზიდოთ
15-12-2025, 19:38
დაწვრილებით
"იმდენად მინდოდა შვილები, ასაკზე არ მიფიქრია. თუ უფალი გაძლევს, იმის უნარსაც მოგცემს, რომ შვილებს მიხედო... ბავშვები თავად არ გამიჩენია, სუროგატის დახმარებით გაჩნდნენ... ძიძის გარეშე ვზრდით მე და რეზიკო..." - თამუნა ამონაშვილი
"იმდენად მინდოდა შვილები, ასაკზე არ მიფიქრია. თუ უფალი გაძლევს, იმის უნარსაც მოგცემს, რომ შვილებს მიხედო... ბავშვები თავად არ გამიჩენია, სუროგატის დახმარებით გაჩნდნენ... ძიძის გარეშე ვზრდით მე და რეზიკო..." - თამუნა ამონაშვილი
15-12-2025, 22:27
დაწვრილებით