როგორ აქციეს არასრულწლოვნები კრიმინალებად

როგორ აქციეს არასრულწლოვნები კრიმინალებად

37 წლის კაცი არსებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ მოზარდებს საგანგებოდ არჩევდა, მათზე ზეგავლენას ახდენდა ან აშანტაჟებდა, შემდეგ კი მაღაზიებიდან  პროდუქტების, მათ შორის: კარაქის, ყავის, სიგარეტის  და ალკოჰოლის მოპარვას აიძულებდა. თანხის დიდი ნაწილი  „მუროსთან" რჩებოდა, მოზარდებს კი მხოლოდ პურის ფულს  უტოვებდა.

რამდენი სოციალურად დაუცველი მოზარდი გახდა  მურმან ქათამაძის  იგივე "მუროს" ორგანიზებული ჯგუფის წევრი ჯერ ოფიციალურად დადგენილი არ არის. ამ ეტაპზე დაკავებული მხოლოდ  ორი არასრულწლოვანი. იდენთიფიცირებულია კიდევ რამდენიმე  9 -დან 12 წლამდე ბავშვი, თუმცა ისინი საგამოძიებოპ უწყებამ არასრწულოვანთა კოდექსის შეზღუდვის გამო ვერ დააკავა.

მსხვერპლი შესაძლოა ათობით ბავშვი იყოს, სქემა კი ასე მუშაობდა - 37 წლის კაცი გასაქურდ ობიექტებს წინასწარ თავად არჩევდა, შემდეგ  მოზარდები ადგილზე ღამით საკუთარი ავტომობილით მიჰყავდა და გასაქურდად უშვებდა. თავად კი მიმდებარე ტერიტორიიდან აკონტროლებდა..

ქურდობის ფაქტს, რომ მურმან   ქათამაძე აკონტროლებდა ეს ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტის სიახლოვეს დამონტაჟებულმა  კამერებმაც დააფიქსირეს. ვიდეო მასალაში ჩანს მისი ავტომობილი, რომელშიც ნაქურდალ სურსათს მოზარდები ალაგებენ და ტერიტორიას ტოვებენ.

საქმის მასალების თანახმად, თუ "მუროს" დავალებას მოზარდები ვერ შეასრულებდნენ, მაშინ დაჯგუფების   ლიდერი მათ ძალადობით და ცემით ემუქრებოდა. 

10 წლიანი მუხლით დააკავეს დიანა ანთიძეც. 53 წლის ქალი, რომელიც საქმის მასალების თანახმად, "მუროს" დაჯგუფებასთან პირდაპირ ხაზზე იყო. ირკვევა,რომ  ქალი მოპარულ პროდუქტებს ყიდულობდა და შემდეგ უბნის მაღაზიებში აბარებდა.

საქმის მასალების მიხედვით, "მურო" არასრულწლოვენებს მოპარული პროდუქციის ღირებულებიდან 20 % აძლევდა, დანარჩენს კი თავისთვის იტოვებდა. არასრულწლოვნებისთვის დაწესებული ჰქონდა ხარკი, დღეში მინიმუმ 500 ლარის პროდუქტი უნდა მოეპარათ და ჩაებარებინათ. 

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"სუფრაზე ეს 3 რამ უნდა იყოს... 31 დეკემბერს გველისა და ცხენის ფიგურები ერთად უნდა გვქონდეს..." - მიხეილ ცაგარელი გვირჩევს, როგორ შევხვდეთ 2026 წელს, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოვიზიდოთ
"სუფრაზე ეს 3 რამ უნდა იყოს... 31 დეკემბერს გველისა და ცხენის ფიგურები ერთად უნდა გვქონდეს..." - მიხეილ ცაგარელი გვირჩევს, როგორ შევხვდეთ 2026 წელს, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოვიზიდოთ
15-12-2025, 19:38
დაწვრილებით