მძიმე ავარიის შედეგად დაშავებული ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა - რა დეტალებია ცნობილი ავტოსაგზაო შემთხვევაზე

მძიმე ავარიის შედეგად დაშავებული ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა - რა დეტალებია ცნობილი ავტოსაგზაო შემთხვევაზე

ავა­რი­ის შე­დე­გად მძი­მედ და­შა­ვე­ბუ­ლი სე­ნან შა­რი­ფო­ვი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას marneulinews ავ­რცე­ლებს.

ტრა­გე­დია მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბა­ი­დარ­ში 28 იან­ვარს დატ­რი­ალ­და. ავა­რი­ის შე­დე­გად, ორი პირი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, ერთი კი მძი­მედ და­შავ­და.

  • ავა­რი­ის შე­დე­გად უფიქ ბე­და­ლო­ვი და უმიდ ად­გო­ზე­ლო­ვი და­ი­ღუპ­ნენ. ორი­ვე მათ­გა­ნი 23 წლის იყო. ისი­ნი სო­ფელ სა­დახ­ლო­დან იყ­ვნენ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდე­ბი ავ­ტო­მო­ბი­ლით პა­ტარ­ძლის ოჯახ­ში მი­დი­ოდ­ნენ, რა დრო­საც ხეს შე­ე­ჯახ­ნენ. ორი­ვე ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. და­შა­ვე­ბუ­ლი კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

"ასე გა­ვი­გე, რომ პა­ტარ­ძლის ოჯახ­ში მი­დი­ოდ­ნენ, ამ­ბო­ბენ, მან­ქა­ნა დიდი სიჩ­ქა­რით მო­დი­ო­და და ხეს შე­ე­ჯახ­ნენ. სას­წრა­ფო მალე მო­ვი­და, მაგ­რამ ორი ახალ­გაზ­რდა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ერთი გა­დაყ­ვა­ნი­ლია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. უმ­ძი­მე­სი სა­ნა­ხა­ვია მან­ქა­ნა, ყვე­ლა­ფე­რის სის­ხლში იყო მოს­ვრი­ლი. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბენ კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი. და­ღუ­პუ­ლებს მე არ ვიც­ნობ­დი, მი­თხრეს რომ სო­ფელ სა­დახ­ლო­დან არი­ან. მარ­ნე­ულ­ში სამ­წუ­ხა­როდ ხში­რია ავა­რი­ე­ბი. მი­ზე­ზი ისევ სიჩ­ქა­რეა. რო­გორც ჩანს, ავ­ტო­მო­ბი­ლის საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა მძღოლ­მა და ხეს შე­ას­კდა. ვუ­სამ­ძიმ­რებ და­ღუ­პუ­ლე­ბის ოჯახს და მთელ მარ­ნე­ულს. არ ვიცი რა გა­მო­ას­წო­რებს ამ უბე­დუ­რე­ბებს

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით