სალომე ბაკურაძე , რომელმაც ცოტა ხნის წინ მეუღლე დაკარგა,სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

„ჩვენს სიკაშკაშეს ერთი სხივიც შემოემატ - მაყურებელი სამშაბათსა და ხუთშაბათს იხილავს ამ შესანიშნავ სამეულს“ - ასე წარადგინეს სალომე ბაკურაძე „რუსთავი 2“-ის გადაცემის – „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში. სალომე გადაცემას თანაწამყვანის ამპლუით შეუერთდა.
მეუღლის, ბიზნესმენი ლაშა ბასლანძის გარდაცვალებისა და ცხოვრების დიდი ტრაგედიის შემდეგ, სალომე ბაკურაძე საქმიანობასა და საჯარო სივრცეს უბრუნდება. ამის მტავარი მოტივაცია კი, როგორც თავად ამბობს, მისი ერთადერთი შვილი, სანტია.
„ჩემთვის დიდი პატივია ამ ეთერით მივესალმო სრულიად საქართველოს. მინდა, რომ მოტივატორი ვიყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა ცხოვრების რთულ ეტაპს გადიან და, რაც მთავარია, ჩემი შვილისთვის, რომელსაც სჭირდება ორ ფეხზე მყარად მდგომი დედა.
რა თქმა უნდა, მაყურებლის კეთილგანწყობის იმედიც მაქვს. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ლაშიკო, ვიცი, ძალიან ძალიან ბედნიერი იქნება ჩემი აქ ყოფნით“, – ამბობს სალომე ბაკურაძე.
