ბრალი წარედგინა მძღოლს, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს და 18 წლის გოგონა იმსხვერპლა - პროკურატურის განცხადება

ბრალი წარედგინა მძღოლს, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს და 18 წლის გოგონა იმსხვერპლა - პროკურატურის განცხადება

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია, ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ 27 იან­ვარს, გარ­და­ბან­ში, ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყოფ­მა ბრალ­დე­ბულ­მა, ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვი­სას ვერ უზ­რუნ­ველ­ყო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დაც­ვა და ქვე­ითს შე­ე­ჯა­ხა, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს.

და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-7 ნა­წი­ლით (ავ­ტო­მო­ბი­ლის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია, ჩა­დე­ნი­ლი ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ) წა­რუდ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 6-დან 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

ცნო­ბის­თვის, გარ­და­ბან­ში ავა­რა 27 იან­ვარს, ღა­მის სა­ა­თებ­ში მოხ­და, რა­საც 18 წლის გო­გო­ნას სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა 18 წლის აიდა კურ­ბა­ნო­ვაა.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით