მარნეულში ავარიას ახალგაზრდები ემსხვერპლნენ - რა დეტალებია ცნობილი

მარნეულში ავარიას ახალგაზრდები ემსხვერპლნენ - რა დეტალებია ცნობილი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბა­ი­დარ­ში. ავა­რი­ის შე­დე­გად, ორი პირი და­ი­ღუ­პა, ერთი კი მძი­მედ და­შავ­და.

  • არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავა­რი­ის შე­დე­გად უფიქ ბე­და­ლო­ვი და უმიდ ად­გო­ზე­ლო­ვი და­ი­ღუპ­ნენ. ორი­ვე მათ­გა­ნი 23 წლის იყო. ისი­ნი სო­ფელ სა­დახ­ლო­დან იყ­ვნენ,

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდე­ბი ავ­ტო­მო­ბი­ლით პა­ტარ­ძლის ოჯახ­ში მი­დი­ოდ­ნენ, რა დრო­საც ხეს შე­ე­ჯახ­ნენ. ორი­ვე ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. და­შა­ვე­ბუ­ლი კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უ­ბარ­ში ამ­ბო­ბენ, რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნა გო­გოს ოჯახ­ში მი­დი­ო­და და სწო­რედ მე­ქორ­წი­ლე­ებს მო­უხ­დათ ავა­რია.

"ასე გა­ვი­გე, რომ პა­ტარ­ძლის ოჯახ­ში მი­დი­ოდ­ნენ, ამ­ბო­ბენ, მან­ქა­ნა დიდი სიჩ­ქა­რით მო­დი­ო­და და ხეს შე­ე­ჯახ­ნენ. სას­წრა­ფო მალე მო­ვი­და, მაგ­რამ ორი ახალ­გაზ­და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ერთი გა­დაყ­ვა­ნი­ლია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. უმ­ძი­მე­სი სა­ნა­ხა­ვია მან­ქა­ნა, ყვე­ლა­ფე­რის სის­ხლში იყო მოს­ვრი­ლი. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბენ კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი. და­ღუ­პუ­ლებს მე არ ვიც­ნობ­დი, მი­თხრეს რომ სო­ფელ სა­დახ­ლო­დან არი­ან. მარ­ნე­ულ­ში სამ­წუ­ხა­როდ ხში­რია ავა­რი­ე­ბი. მი­ზე­ზი ისევ სიჩ­ქა­რეა. რო­გორც ჩანს, ავ­ტო­მო­ბი­ლის საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა მძღოლ­მა და ხეს შე­ას­კდა. ვუ­სამ­ძიმ­რებ და­ღუ­პუ­ლე­ბის ოჯახს და მთელ მარ­ნე­ულს. არ ვიცი რა გა­მო­ას­წო­რებს ამ უბე­დუ­რე­ბებს. 

ძალიან სწრაფად დადიან მანქანებით ახალგაზრდები. ბევრს ჰყავს bmv და მართლა სულ მეშინია, მანქანით რომ ვმოძრაობ, ვინმე არ დამეჯახოს. ვფრთხილობ ძალიან. ყველა ხედავს ამას, მაგრამ პოლიციას არ აქვს რეაგირება, რამდენი ახალგაზრდა დაიღუპა, დღე არ გავა არ გავიგოთ მძიმე ავარიების შესახებ ”, - ამბობს ადგილობრივი 

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით