ცნობილია 18 წლის გოგონას ვინაობა, რომელიც ნასვამმა მძღოლმა იმსხვერპლა - ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალები

ცნობილია 18 წლის გოგონას ვინაობა, რომელიც ნასვამმა მძღოლმა იმსხვერპლა - ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალები

გუ­შინ, ღა­მის სა­ა­თებ­ში გარ­და­ბან­ში ავა­რია მოხ­და, რა­საც 18 წლის გო­გო­ნას სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. შსს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ა­კა­ვეს პირი, რო­მე­ლიც გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლეს შე­ე­ჯა­ხა.

  • გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა 18 წლის აიდა კურ­ბა­ნო­ვაა.

"დიდი ტრა­გე­დია მოხ­და, მთე­ლი გარ­და­ბა­ნი ტი­რის. მა­ღა­ზი­ა­ში მუ­შა­ობ­და აიდა. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და კარ­გი გო­გო­ნა იყო. სა­უ­ბა­რიც მი­ჭირს, იმ­დე­ნად მძი­მე ამ­ბა­ვია. ერ­თა­დერ­თი, რისი თქმაც შე­მიძ­ლია, ისაა, რომ ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა გარ­და­ბან­ში... არც მოძ­რა­ო­ბის ნიშ­ნე­ბი და არც სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟი არ არის არას­დროს ამ ად­გი­ლას, რომ რამე რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი იყოს! ერთი შუქ­ნი­შა­ნია და რა ფუნ­ქცია აქვს, არ ვიცი" - გვიყ­ვე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მძღო­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გარ­დაბ­ნის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვის ბრალ­დე­ბით, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია - 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.მ. და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 27 იან­ვარს, გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, მთვრალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ბრალ­დე­ბუ­ლი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით შე­ე­ჯა­ხა ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე - 2007 წელს და­ბა­დე­ბულ ა.კ.-ს. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ა.კ. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მძღო­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან
17-01-2026, 21:04
დაწვრილებით