თბილისში კაცის ცხედარი იპოვეს

ცოტა ხნის წინ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთ შენობაში კაცი გარდაცვლილი ნახეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.
დაღუპულის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.
FB კომენტარები
