"ნიკა ეკლესიურად ისევ ჩემი ქმარია, ის გოგო კი მრუშობს" - ნეკა დოროყაშვილის თქმით, ყოფილი ქმარი ალიმენტის სახით 40 ათას დოლარს უხდის: მოდელის სკანდალური ინტერვიუ

"ნიკა ეკლესიურად ისევ ჩემი ქმარია, ის გოგო კი მრუშობს" - ნეკა დოროყაშვილის თქმით, ყოფილი ქმარი ალიმენტის სახით 40 ათას დოლარს უხდის: მოდელის სკანდალური ინტერვიუ

ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის სკან­და­ლუ­რი ინ­ტერ­ვიუ: "ნიკა ეკ­ლე­სი­უ­რად ისევ ჩემი ქმა­რია, ის გოგო კი მრუ­შობს"

ინფლუ­ენ­სე­რი, მო­დე­ლი და უკვე მომ­ღე­რა­ლი ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლი პოდ­კასტ „სარ­კას­ტი­კას“ სტუ­მა­რი იყო, სა­დაც ახალ ამ­პლუ­ა­ზე, ყო­ფილ ქმარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და სკან­და­ლურ ალი­მენტზე ისა­უბ­რა. ინ­ტერ­ვიუ, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, სავ­სე აღ­მოჩ­ნდა ირო­ნი­უ­ლი და ხში­რად შო­კის­მომ­გვრე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით.

"მინ­და, მამა ნი­კო­ლოზ­მა კე­ფა­ში წა­მომ­კრას"

ნე­კამ ინ­ტერ­ვი­უ­ში იხუმ­რა თა­ვის "ძლი­ე­რი ქა­ლის" იმიჯ­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს როლი უკვე და­ღა­ლა. მან იუ­მო­რით ახ­სე­ნა მამა ნი­კო­ლო­ზიც:

"მო­მე­ნატ­რა ცემა, ამი­ტომ მი­ვალ მამა ნი­კო­ლოზ­თან, ცოტა რომ წა­მომ­კრას კე­ფა­ში... მინ­და ცოტა დამ­ლო­ცოს."

40 000-დო­ლა­რი­ა­ნი ალი­მენ­ტი

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მწვა­ვე თემა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მიერ გა­დახ­დი­ლი ალი­მენ­ტი აღ­მოჩ­ნდა. კი­თხვა­ზე, მარ­თა­ლია თუ არა, რომ ჩოგ­ბურ­თე­ლი მას თვე­ში 40 000 დო­ლარს უხ­დის, ნე­კამ და­ა­დას­ტუ­რა:

"რა­ტომ არ უნდა მი­ხა­დოს, ვის­ზე ნაკ­ლე­ბი ქალი ვარ. ამას იხ­დის იმა­ში, რომ მე ვიყო ლა­მა­ზი, კე­თილ­შო­ბე­ლი და კარგ ხა­სი­ათ­ზე გავ­ზარ­დო შვი­ლი."

ნე­კამ იხუმ­რა, რომ უნდა უჩივ­ლოს დო­ლა­რი აღარ მოს­წონს და აპი­რებს 40 000 ფუნ­ტი მო­ი­თხო­ვოს.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო მის­მა გან­ცხა­დე­ბამ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ახალ ნიშ­ნო­ბა­ზე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წყვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­შო­რე­ბუ­ლია, ნეკა ამ­ტკი­ცებს, რომ რე­ლი­გი­უ­რად სტა­ტუ­სი უც­ვლე­ლია:

"ნიკა ჩემს ქმრად ით­ვლე­ბა, ჯვა­რი არ გვაქვს აყ­რი­ლი... ჩემი ქმა­რია, ეკ­ლე­სი­უ­რად ჩემი ქმა­რია, ის გოგო კი სიძ­ვას ეწე­ვა და მრუ­შობს. მე ვარ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცოლი, ის გოგო კი არის მრუ­ში."

მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა და დამ­თხვე­ვე­ბი

ნე­კამ ასე­ვე ისა­უბ­რა თა­ვის ახალ სიმ­ღე­რა­ზე, რომ­ლის გა­მოს­ვლაც სა­ეჭ­ვოდ და­ემ­თხვა ნი­კას ნიშ­ნო­ბას. თუმ­ცა, თა­ვად ამას "შემ­თხვე­ვი­თო­ბას" უწო­დებს. სიმ­ღე­რის ტექ­სტი, რო­მე­ლიც სი­ნა­ნულ­სა და წარ­სულ­ზეა, ბევ­რმა ყო­ფილ ქმარს და­უ­კავ­ში­რა, რა­ზეც ნეკა მხო­ლოდ იღი­მის და ამ­ბობს: "ვა, რე­ზო­ნირ­დე­ბა? რა­ღა­ცა ესე დაჯ­და."

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით