30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან

30 წლამდე მამაკაცი "ტიკტოკზე" 11 წლის ბავშვს თანატოლად გაეცნო და ინტიმური შინაარსის ფოტოებს სთხოვდა - როგორ გამოაშკარავდა დანაშაული და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერძალადობისგან

30 წლამ­დე მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც მე­უღ­ლე და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავს, 11 წლის ბავ­შვს სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის წე­რი­ლებს სწერ­და და მის­გან ერო­ტი­კუ­ლი ფო­ტო­ე­ბის გაგ­ზავ­ნას მო­ი­თხოვ­და. მა­მა­კა­ცი 15 იან­ვარს სა­სა­მარ­თლომ გარ­ყვნილ ქმე­დე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო და 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. საქ­მე­ზე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია “სა­ფა­რის” იუ­რის­ტი მა­რი­ამ ვა­რა­მაშ­ვი­ლი მუ­შა­ობ­და, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-სთან მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ჰყვე­ბა.

"ეს და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ მოხ­და. 11 წლის გო­გო­ნას ტიკ-ტო­კის მეშ­ვე­ო­ბით და­უ­კავ­შირ­და პირი, რო­მე­ლიც მას გა­ეც­ნო, რო­გორც თა­ნა­ტო­ლი. ბავ­შვს თა­ვი­დან ეგო­ნა, რომ ყალ­ბი “ექა­უნ­თით” მისი მე­გო­ბა­რი სწერ­და და მი­მო­წე­რა ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის გამო გა­აგ­რძე­ლა. თუმ­ცა კაც­მა ის სა­უ­ბარ­ში შე­ი­ტყუა და რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­არ­წმუ­ნა, რომ უყ­ვარ­და. მა­მა­კაც­მა იცო­და, რომ მისი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის ად­რე­სა­ტი ბავ­შვი იყო. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ის ბავ­შვს სთხოვ­და გე­კე­თე­ბი­ნა კონ­კრე­ტუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბა, ეს აღე­ბეჭ­და ფო­ტოს ან ვი­დე­ოს სა­ხით და მის­თვის გა­ეგ­ზავ­ნა. გო­გო­ნა, მისი ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერც კი იგებ­და რას მო­ი­თხოვ­და მის­გან მა­მა­კა­ცი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი - რო­დე­საც ასე­თი ფაქ­ტი ხდე­ბა, აქვთ გან­ცდა, რომ ბავ­შვი იყო ეკ­რან­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ან დედა ვერ აქ­ცევ­და სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას და ბრა­ლე­უ­ლო­ბა ისევ მსხვერ­პლის მხა­რეს გად­მო­დის, რაც არას­წო­რია. ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში ბავ­შვი ზო­მი­ერ დროს ატა­რებ­და ეკ­რან­თან და ეს მი­მო­წე­რაც დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა, სულ რა­ღაც რამ­დე­ნი­მე დღე­ში, დე­დამ გა­არ­კვია რა ხდე­ბო­და და მყი­სი­ე­რად მო­ახ­დი­ნა სწო­რი რე­ა­გი­რე­ბა.” - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

რო­გორ გა­ი­გო დე­დამ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ?

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის მო­ნა­თხრო­ბით, ბავ­შვი ჩვე­უ­ლებ­რივ და­დი­ო­და სკო­ლა­ში და რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა მისი ცხოვ­რებს წეს­ში დე­დას არ შე­უ­ნიშ­ნავს. მო­ძა­ლა­დე ბავ­შვს არ­წმუ­ნებ­და, რომ მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან მა­ლუ­ლად და­ემ­ყა­რე­ბი­ნა. ერთ ღა­მეს, როცა დე­დას გა­მო­ეღ­ვი­ძა, და­ი­ნა­ხა, რომ ბავ­შვს ხელ­ში ტე­ლე­ფო­ნი ეჭი­რა. სწო­რედ ასე გა­არ­კვია, თუ რა საფრ­თხის წი­ნა­შე იდგა მისი შვი­ლი. ბავ­შვმა მშო­ბელს ყვე­ლა­ფე­რი უამ­ბო და მი­უ­ხე­და­ვად მძი­მე ემო­ცი­უ­რი ფო­ნი­სა, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­თა­ნაც ითა­ნამ­შრომ­ლა. თუმ­ცა მო­ძა­ლა­დის "ტიკ-ტო­კის" “ექა­უნ­თი” იმ­დე­ნად ანო­ნი­მუ­რი იყო, რომ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ო­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან "ტიკ-ტოკი" ყვე­ლა­ზე უკონ­ტრო­ლო სივ­რცეა, ვი­ნა­ი­დან ის სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­თან არ თა­ნამ­შრომ­ლობს, გან­სხვა­ვე­ბით სხვა სო­ცი­ა­ლუ­რი პლატ­ფორ­მე­ბის­გან.

ბავ­შვი დე­დამ და საქ­მე­ში ჩარ­თულ­მა იუ­რის­ტმა მო­ძა­ლა­დეს სა­უ­ბა­რი მსხვერ­პლის სა­ხე­ლით გა­უ­ბეს და მას მო­ბი­ლუ­რის ნო­მე­რი “გა­მო­ი­ტყუ­ეს”, რის შემ­დე­გაც მისი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და და­კა­ვე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს აღარ გას­ჭირ­ვე­ბი­ათ.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პი­რის ბრა­ლე­უ­ლო­ბა უტყუ­ა­რად და­დას­ტურ­და, პი­რა­დი ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბუ­ლი იქნა მო­ბი­ლუ­რი, რო­მელ­შიც არ იყო წაშ­ლი­ლი არ­ცერ­თი მი­მო­წე­რა და აშ­კა­რად ჩან­და, რომ კაცს ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფი­ი­სა და პე­დო­ფი­ლი­ის მი­მართ ინ­ტე­რე­სი ჰქონ­და, ოჯა­ხი მას მხარს ბო­ლომ­დე უჭერ­და. მა­მა­კაცს და­ნა­შა­უ­ლი არ­ცერთ ეტაპ­ზე არ უღი­ა­რე­ბია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბავ­შვის­თვის შიშ­ვე­ლი ფო­ტოს ჩვე­ნე­ბა, თა­ვი­სი იქ­ნე­ბა ეს თუ სხვი­სი არის გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბა, ზუს­ტად იგი­ვე სიმ­ძი­მის და­ნა­შა­უ­ლია და იგი­ვე სას­ჯე­ლით ის­ჯე­ბა, რო­გორც ეს შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ბავ­შვის სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ზე ფი­ზი­კუ­რი შე­ხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. “ - გვე­უბ­ნე­ბა ად­ვო­კა­ტი.

კი­ბერ­ძა­ლა­დო­ბა - თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა

კი­ბერ­ძა­ლა­დო­ბა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ძალ­ზედ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლია. ჯან­მო-ს უახ­ლე­სი ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც 2024 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა და 2021-22 წლის მო­ნა­ცე­მებს ეყ­რდნო­ბა ევ­რო­პა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში, აჩე­ნებს, რომ ყო­ველ მე­ექ­ვსე არას­რულ­წლო­ვანს ერთხელ მა­ინც აქვს გა­მოც­დი­ლი კი­ბერ­ბუ­ლინ­გი. კვლე­ვა ხაზს უს­ვამს, რომ პრობ­ლე­მის მას­შტა­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა. სპე­ცი­ა­ლის­ტთა თქმით, სა­კი­თხი სულ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

  • "შე­საძ­ლე­ბე­ლია დღე არ გა­ვი­დეს ისე, რომ მი­ნი­მუმ ერთი მსგავ­სი ფაქ­ტის შე­სა­ხებ მა­ინც არ მოგ­ვმარ­თონ" - გვე­უბ­ნე­ბა მა­რი­ამ ვა­რა­მაშ­ვი­ლი.

საქ­მე იმა­შია, რომ კი­ბერ­ძა­ლა­დო­ბის ყვე­ლა შემ­თხვე­ვას ისე­თი და­სას­რუ­ლი არ აქვს, რო­გორ­ზეც სტა­ტი­ა­ში გი­ამ­ბეთ. ძი­რი­თა­დად პი­რი­ქით ხდე­ბა. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა მსხვერ­პლს სი­ცო­ცხლე სუ­ი­ცი­დით და­უს­რუ­ლე­ბია. და თუ საქ­მე აქამ­დე არ მი­სუ­ლა, ძა­ლა­დო­ბას, ბუ­ლინგს, მუ­ქა­რას, არას­რულ­წლოვ­ნის ფსი­ქი­კის­თვის გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ზი­ა­ნი მი­უ­ყე­ნე­ბია.

რო­გორ მოქ­მე­დებს მსხვერ­პლზე კი­ბერ­ძა­ლა­დო­ბა

"გარ­და­ტე­ხის ასა­კი ისე­დაც რთუ­ლი პე­რი­ო­დია მო­ზარ­დის ცხოვ­რე­ბა­ში და მსგავ­სმა გა­მოც­დი­ლე­ბამ შე­საძ­ლოა, არას­რულ­წლო­ვან­ში გა­მო­იწ­ვი­ოს ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა დეპ­რე­სია, შფოთვი­თი აშ­ლი­ლო­ბა, სუ­ი­ცი­დუ­რი აზ­რე­ბი, თვით­შე­ფა­სე­ბი­სა და აკა­დე­მი­უ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი. შე­საძ­ლოა, მო­ზარ­დებს უბიძ­გოს ალ­კოჰო­ლი­სა და ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის­კენ.

გარ­და ამი­სა, მათ ურ­თულ­დე­ბათ კო­მუ­ნი­კა­ცია თა­ნა­ტო­ლებ­თან, კარ­გა­ვენ ინ­ტე­რესს საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის მი­მართ. კი­ბერ­ძა­ლა­დო­ბას აქვს ერთი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა, როცა ხი­ლუ­ლი არ არის მო­ძა­ლა­დე, უსაფრ­თხო­ე­ბის და­კარ­გვის გან­ცდა კი­დევ უფრო მძაფ­რდე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი პი­როვ­ნე­ბის ფორ­მი­რე­ბა­ზე ახ­დებს გავ­ლე­ნას და მო­ზარდს უჩ­ნდე­ბა გან­ცდა, რომ რაც მოხ­და, მისი ბრა­ლია. მსხვერ­პლის ქცე­ვა რა­დი­კა­ლუ­რად იც­ვლე­ბა. ეს არის ის პირ­ვე­ლა­დი ნიშ­ნე­ბი, რის შემ­თხვე­ვა­შიც მშო­ბელ­მა ეჭვი უნდა მი­ი­ტა­ნოს კი­ბერ ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სა­ხის ძა­ლა­დო­ბა­ზე და შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­დოს” - გვიხ­სნის ფსი­ქო­ლო­გი თეა ფან­ჩუ­ლი­ძე.

რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს მშო­ბე­ლი

"ამ დროს მო­ზარდს, რო­გორც გი­თხა­რით, აქვს თვითბ­რა­ლე­უ­ლო­ბის გან­ცდა და ის, რომ ვერ გა­უ­გე­ბენ, დას­ჯი­ან და სწო­რედ ამის გამო ამ­ბობს რა­ი­მეს მო­ყო­ლა­ზე უარს. შე­სა­ბა­მი­სად, მშო­ბე­ლი და უფ­რო­სე­ბი ამის სა­პი­რის­პი­როდ უნდა მო­იქ­ცნენ. ბავ­შვი უნდა და­ვარ­წმუ­ნოთ, რომ მას მო­ვუს­მენთ გან­სჯის გარე და მხარს და­ვუ­ჭერთ ემო­ცი­უ­რად. მშო­ბე­ლი პრო­კუ­რო­რის პო­ზი­ცი­ა­ში არ უნდა ჩად­გეს და გა­უ­თა­ვე­ბე­ლი კი­თხვე­ბი არ უნდა და­უს­ვას. გა­მოც­დი­ლე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ ფაქ­ტი, რო­მე­ლიც ხდე­ბა, ბავ­შვს იმ­დე­ნად ზი­ანს არ აყე­ნებს რამ­დე­ნა­დაც და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მო­დის გა­რე­მო­დან: ოჯა­ხი­დან, სკო­ლი­დან, სა­ახ­ლობ­ლო­დან, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან. იმის მა­გივ­რად, რომ ძა­ლა­დო­ბის აღ­მო­ფხვრა­ზე ვი­მუ­შა­ოთ, მსხვერ­პლზე გა­და­დის ბრა­ლე­უ­ლო­ბა. ეს იწ­ვევს იმა­საც, რომ ოჯა­ხე­ბი, მსგავ­სი ფაქ­ტებს გა­მომ­ვლე­ნი­სას, აღარ მი­მარ­თა­ვენ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს, რად­გან ერი­დე­ბი­ან ბავ­შვის რეტ­რავ­მა­ტი­ზა­ცი­ას.” - გვე­უბ­ნე­ბა ფსი­ქო­ლო­გი.

რო­გო­რია სა­ხელ­მწი­ფოს როლი

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი თან­ხმდე­ბი­ან იმა­ზე, რომ მსგავ­სი ტი­პის და­ნა­შა­უ­ლი თა­ვი­სი სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ არის მარ­ტი­ვად გა­მო­სავ­ლე­ნი და გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი, თუმ­ცა სა­ხელ­მწი­ფოს აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა და მზა­ო­ბა, ბევრ რა­მეს შეც­ვლი­და. დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტთა მო­საზ­რე­ბით, აქ­ცენ­ტი უპირ­ვე­ლე­სად ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის კუ­თხით გა­სა­ტა­რე­ბელ მთელ რიგ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე უნდა გა­კეთ­დეს. აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბაა ამ კუ­თხით სა­ჭი­რო სკო­ლებ­თან, პე­და­გო­გებ­თან, რათა მათ ჰქონ­დეთ საკ­მა­რი­სი ცოდ­ნა და უნა­რე­ბი, რათა სწო­რად იმოქ­მე­დონ მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სას. და რაც მთა­ვა­რია, სა­ხელ­მწი­ფომ ძა­ლის­ხმე­ვა მომ­ხდა­რი ფაქ­ტის დრო­ულ და ეფექ­ტურ გა­მო­ძი­ე­ბა­ზეც უნდა მი­მარ­თოს, რაც თა­ვის თავ­ში პრე­ვენ­ცი­ა­საც მო­ი­ცავს.

"ასე­თი ტი­პის და­ნა­შა­ულ­ზე გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბაც კი ურ­თუ­ლე­სია, მსხვერ­პლს და უფ­ლე­ბა­დამ­ცველს უამ­რა­ვი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა უწევთ. რა­ტომ არი­დე­ბენ მსგავ­სი ტი­პის და­ნა­შა­ულ­ზე გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას თავს? არის რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი - ვერ არ­გე­ბენ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას, მათ ჰგო­ნი­ათ, რომ ამას კა­ნო­ნი არ არე­გუ­ლი­რებს, თუმ­ცა მა­გა­ლი­თად, ადევ­ნე­ბის მუხ­ლში არის დათ­ქმა, რო­მელ­მაც თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა და­ა­რე­გუ­ლი­როს იგი­ვე კი­ბე­რა­დევ­ნე­ბის სა­კი­თხიც, მაგ­რამ თა­ვად სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს აქვთ ცნო­ბი­ე­რე­ბის და კომ­პე­ტენ­ცი­ის პრობ­ლე­მა. არის კი­დევ ერთი გა­რე­მო­ე­ბაც: ზო­გა­დად, ცნო­ბი­ლია, რომ არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­თი ტი­პის და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა დიდ ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს. ვი­ნა­ი­დან მათ არ სურთ გა­უხ­სნე­ლი საქ­მე­ე­ბით სტა­ტის­ტი­კის გა­ფუ­ჭე­ბა, თავს არი­დე­ბენ და­ნა­შა­უ­ლის და­რე­გის­ტრი­რე­ბა­საც კი.

ვერ ვი­ტყვით, რომ მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მაა. პრობ­ლე­მა უფრო იმა­შია, რომ განმცხა­დე­ბელს ხვდე­ბა მხო­ლოდ მარ­თლწეს­რი­გის ოფი­ცე­რი, დგე­ბა ოქმი და იდე­ბა თა­რო­ზე, გა­მომ­ძი­ებ­ლამ­დეც კი არ მი­დის საქ­მე. თუ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია მო­ძა­ლა­დე, შე­საძ­ლოა, და­ურ­ე­კონ და სი­ტყვი­ე­რად გა­აფრ­თხი­ლონ, მაგ­რამ ეს არის მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გი რა­საც ისი­ნი აღ­წე­ვენ.” - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

მა­რი­ამ ვა­რა­მაშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა კი­ბერ ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვებს ში­ნა­არ­სობ­რი­ვად არე­გუ­ლი­რებს, კარ­გი იქ­ნე­ბო­და სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქ­ტებ­ში გა­ჩე­ნი­ლი­ყო ჩა­ნა­წე­რე­ბი უშუ­ა­ლოდ კი­ბერ­ძა­ლა­დო­ბის და­სა­ხე­ლე­ბით.

"ალ­ბათ ეს უფრო ნა­თელს გახ­დი­და სა­ხელ­მწი­ფოს მიდ­გო­მას და ბევ­რად უფრო მო­ბი­ლუ­რი და ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბო­და. რაც მთა­ვა­რია, და­ნა­შა­ულ­ზე გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის სა­კი­თხი, კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის აღ­ქმა­სა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე არ იქ­ნე­ბო­და მინ­დო­ბი­ლი” - გვე­უბ­ნე­ბა ად­ვო­კა­ტი.

უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, თი­თო­ე­ულ­მა მო­ზარ­დმა და მშო­ბელ­მა იცო­დეს, თუ რას ნიშ­ნავს კი­ბერ­ძა­ლა­დო­ბა და რო­გორ დაც­ვას თავი მის­გან. კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გვირ­ჩე­ვენ, გა­ვეც­ნოთ, ვებგ­ვერდს millab.ge, ის წარ­მო­ად­გენს კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ერ­თგვარ გზამ­კვლევს, რომ­ლის მი­ზა­ნია, მის­ცეს ახალ­გაზ­რდებს ცოდ­ნა ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცე­ში არ­სე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის, მათ შო­რის კი­ბერ­ბუ­ლინ­გის გა­მოწ­ვე­ვის შე­სა­ხებ და გა­ნუ­ვი­თა­როს ამ საფრ­თხე­ე­ბი­სა­გან თავ­დაც­ვის უნა­რე­ბი.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია