11 წლის ქართველი ალექსის მკვლელობის ამბავი, რომელმაც საბერძნეთი შეძრა: 20 წლის შემდეგაც არ არსებობს მოზარდის ცხედარი - "დამნაშავე ბავშვების აღიარება შოკისმომგვრელია"

11 წლის ქართველი ალექსის მკვლელობის ამბავი, რომელმაც საბერძნეთი შეძრა: 20 წლის შემდეგაც არ არსებობს მოზარდის ცხედარი - "დამნაშავე ბავშვების აღიარება შოკისმომგვრელია"

სა­ბერ­ძნე­თის პა­ტა­რა ქა­ლაქ ვე­რი­ა­ში, სა­დაც სიმ­შვი­დე და ტრა­დი­ცი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის წესი წე­სად იყო ქცე­უ­ლი, 2006 წლის 3 თე­ბერ­ვალს ისე­თი რამ მოხ­და, რა­მაც მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა.11 წლის ალექს მეს­ხიშ­ვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა არ ყო­ფი­ლა უბ­რა­ლო უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა. ეს იყო საქ­მე, რო­მელ­მაც გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა ბავ­შვუ­რი სი­სას­ტი­კე, უფ­რო­სე­ბის გულ­გრი­ლო­ბა და სის­ტე­მის უძ­ლუ­რე­ბა - საქ­მე, სა­დაც 20 წლის შემ­დე­გაც კი არ არ­სე­ბობს ცხე­და­რი, არ არ­სე­ბობს საფ­ლა­ვი და მხო­ლოდ კი­თხვე­ბია დარ­ჩე­ნი­ლი.

სა­ბე­დის­წე­რო პა­რას­კე­ვი: ქრო­ნო­ლო­გია გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე

2006 წლის 3 თე­ბერ­ვა­ლი, პა­რას­კე­ვი. სა­ღა­მოს 7-დან 8 სა­ა­თამ­დე პე­რი­ო­დი. 11 წლის ალექსმა, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­დან იყო და დე­დას­თან, ნა­თე­ლას­თან ერ­თად სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობ­და, კა­ლათ­ბურ­თის ვარ­ჯი­ში და­ას­რუ­ლა. მისი მარ­შრუ­ტი ნაც­ნო­ბი იყო: სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი­დან მა­მი­ნაც­ვლის სა­მუ­შაო ად­გი­ლის­კენ, "ელი­ას-ანოქ­სის" რა­ი­ონ­ში, სა­დაც მცი­რე ხნით უნდა შე­ევ­ლო, შემ­დეგ კი ხატ­ვის გაკ­ვე­თილ­ზე წა­სუ­ლი­ყო.

ალექ­სი მშვი­დი, ნი­ჭი­ე­რი და დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი ბავ­შვი იყო. რო­დე­საც დათ­ქმულ დროს სახ­ლში არ გა­მოჩ­ნდა, დე­დამ მა­შინ­ვე იგ­რძნო, რომ რა­ღაც რიგ­ზე ვერ იყო. თუმ­ცა, იმ ღა­მეს პო­ლი­ცი­ამ გან­გა­ში არ ატე­ხა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ჩათ­ვა­ლეს, რომ ბავ­შვი "გა­ი­პა­რა" ან მა­მა­მის­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­იყ­ვა­ნა. სა­ნამ ძვირ­ფა­სი დრო იკარ­გე­ბო­და, ქა­ლაქ­ში სა­ში­ნე­ლი ჭო­რე­ბი გავ­რცელ­და: ამ­ბობ­დნენ, რომ ალექ­სი ორ­გა­ნო­ე­ბით მო­ვაჭ­რე­ებ­მა გა­ი­ტა­ცეს, ზოგი კი დე­დას, ნა­თე­ლას, სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოდ სდებ­და ბრალს სა­ეჭ­ვო კავ­ში­რებ­ში.

"სას­ტი­კი ხუ­თე­უ­ლი" და პირ­ვე­ლი აღი­ა­რე­ბა

გარ­და­ტე­ხა საქ­მე­ში მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ მოხ­და, რო­დე­საც ცნო­ბილ­მა ბერ­ძენ­მა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა, ან­გე­ლი­კი ნი­კო­ლუ­ლიმ, თა­ვის გა­და­ცე­მა­ში "შუქი გვი­რაბ­ში" და­ი­წყო საქ­მის დე­ტა­ლუ­რი გან­ხილ­ვა. ჟურ­ნა­ლის­ტმა მი­აგ­ნო მო­ზარ­დე­ბის ჯგუფს, რო­მელ­თაც ვე­რი­ა­ში "სას­ტი­კებს" ეძახ­დნენ.

ჯგუფ­ში ხუთი ბავ­შვი შე­დი­ო­და (11-დან 13 წლამ­დე): ორი ბერ­ძე­ნი ძმა, ერთი ალ­ბა­ნე­ლი, ერთი ჩრდი­ლო­ეთ ეპი­რე­ლი და ერთი რუ­მი­ნე­ლი. ერთ-ერთი მათ­გა­ნის, ჩრდი­ლო­ეთ ეპი­რე­ლი ა.ზ.-ს აღი­ა­რე­ბამ შოკ­ში ჩა­აგ­დო სა­ბერ­ძნე­თი. მან დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რა "ნა­დი­რო­ბა" ალექსზე.

"და­ღა­მე­ბუ­ლი იყო. სკა­მებ­ზე ვის­ხე­დით და ვე­წე­ო­დით. და­ვი­ნა­ხეთ ალექ­სი, რო­მე­ლიც ვარ­ჯი­ში­დან მო­დი­ო­და. სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოგ­ვი­ვი­და და გა­მო­ვე­კი­დეთ. ხუთ­ნი ვი­ყა­ვით, ის მარ­ტო. მე­რი­ის შე­ნო­ბას­თან გზა გა­და­ვუ­ჭე­რით. ს.ე.-მ მისი ცემა და­ი­წყო, სხვე­ბიც მივცვივ­დით. ალექ­სი გაქ­ცე­ვას ცდი­ლობ­და, ყვი­რო­და. სწო­რედ მა­შინ ე.ხ.-მ ფეხი და­უ­დო. ალექ­სი კი­ბე­ზე და­გორ­და და თავი სა­ფე­ხურს და­არ­ტყა. სის­ხლი წა­მო­უ­ვი­და და გა­ი­თი­შა. ერთ-ერ­თმა ჩვენ­გან­მა გულ­ზე ყური და­ა­დო და თქვა: აღარ სუნ­თქავს, მოკ­ვდაო."

სა­ი­დუმ­ლო ტრან­სპორ­ტი­რე­ბა: ცხე­და­რი სამ­შე­ნებ­ლო ურემ­ში

რაც მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ მოხ­და, უფრო მე­ტად ჰგავს სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მს, ვიდ­რე ბავ­შვე­ბის საქ­ცი­ელს. ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, მათ ალექ­სის ცხე­და­რი ჯერ მი­ტო­ვე­ბულ სახ­ლში და­მა­ლეს. ორი დღის შემ­დეგ, კვი­რა სა­ღა­მოს, ჯგუ­ფი კვლავ შე­იკ­რი­ბა. ერთ-ერ­თმა ბერ­ძენ­მა ძმამ სახ­ლი­დან სამ­შე­ნებ­ლო ურე­მი გა­მო­ი­ტა­ნა.

მათ ალექ­სის ცხე­დარს სა­ბა­ნი გა­და­ა­ფა­რეს, ური­კა­ში ჩას­ვეს და ვე­რი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი ქუ­ჩე­ბის გავ­ლით, "კი­რი­ო­ტი­სას" ვიწ­რო შე­სახ­ვე­ვე­ბით, ორ­ლო­გი­უს მო­ედ­ნამ­დე მი­ი­ტა­ნეს. ხუთი ბავ­შვი მი­ა­გო­რებ­და ური­კას, რო­მელ­შიც მათი თა­ნა­ტო­ლის ცხე­და­რი იდო და ქა­ლაქ­ში ეჭვი არა­ვის აუ­ღია. მათ გა­ნა­ცხა­დეს, რომ ცხე­და­რი მდი­ნა­რე ბარ­ბუ­ტა­ში გა­და­აგ­დეს.

პო­ლი­ცი­ამ მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტი არა­ერ­თხელ გა­ჩხრი­კა, გა­მო­ი­ყე­ნეს მყვინ­თა­ვე­ბი და სპე­ცი­ა­ლუ­რად გაწ­ვრთნი­ლი ძაღ­ლე­ბი, თუმ­ცა ვე­რა­ფე­რი იპო­ვეს. სწო­რედ აქ გაჩ­ნდა ეჭვი: ბავ­შვე­ბი სი­მარ­თლეს ბო­ლომ­დე არ ამ­ბობ­დნენ.

"ჩა­შე­ნე­ბუ­ლი" ცხე­და­რი? - ახა­ლი მოწ­მე და უფ­რო­სე­ბის კვა­ლი

წლე­ბის შემ­დეგ გაჩ­ნდა ვერ­სია, რომ ცხე­და­რი მდი­ნა­რე­ში კი არ გა­და­აგ­დეს, არა­მედ სად­მე სამ­შე­ნებ­ლო ობი­ექ­ტზე და­მა­ლეს. ცნო­ბი­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი რე­პორ­ტი­ო­რი პა­ნოს სო­ბო­ლო­სი თა­ვის წიგნ­ში წერს, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ბავ­შვებს და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნათ კვა­ლის ასე სრულ­ყო­ფი­ლად გაქ­რო­ბა.

ჩნდე­ბა "უფ­რო­სე­ბის კვა­ლი". არ­სე­ბობს მოწ­მე, ქალი, რო­მე­ლიც იხ­სე­ნებს, რომ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის მომ­დევ­ნო დი­ლას, ბარ­ბუ­ტას­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე სამ­შე­ნებ­ლო მო­ე­დან­ზე ორმა მუ­შამ იქ მი­სულ ადა­მი­ა­ნებს გზა გა­და­უ­ღო­ბა და უხე­შად გა­ა­ძე­ვა, თით­ქოს რა­ღა­ცას მა­ლავ­დნენ. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ბავ­შვებ­მა დახ­მა­რე­ბის­თვის ნაც­ნობ უფ­რო­სებს მი­მარ­თეს, მათ კი, იმის­თვის, რომ ბავ­შვე­ბი ცი­ხეს გა­და­ერ­ჩი­ნათ (და თა­ვა­დაც არ გახ­ვე­უ­ლიყ­ვნენ შარ­ში), ალექ­სის ცხე­და­რი მშე­ნე­ბა­რე შე­ნო­ბის სა­ძირ­კველ­ში და­მარ­ხეს ან კე­დელ­ში "ჩა­ა­შე­ნეს". ამით აიხ­სნე­ბა ის ფაქ­ტი, რომ 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ­ცერ­თი ბი­ო­ლო­გი­უ­რი კვა­ლი ვერ იქნა ნა­პოვ­ნი.

სა­მარ­თლებ­რი­ვი ვერ­დიქ­ტი და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი გლო­ვა

ბერ­ძნუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტში დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი იმ­დე­ნად პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ, რომ მათ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ და­ე­კის­რათ. მათ მხო­ლოდ "აღ­მზრდე­ლო­ბი­თი ზო­მე­ბი" შე­ე­ფარ­დათ და დღეს ხუ­თი­ვე მათ­გა­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლია, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი სა­ბერ­ძნე­თი­და­ნაც კი წა­ვი­და.

მშობ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მი­ნი­მა­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა: მათ მხო­ლოდ 12-თვი­ა­ნი პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლი მი­ე­ცათ გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბის­თვის. მხო­ლოდ 2014 წელს ვე­რი­ის სა­სა­მარ­თლომ ალექ­სის დე­დას, ნა­თე­ლას, 150 000 ევ­როს კომ­პენ­სა­ცია მი­ა­კუთ­ვნა, მაგ­რამ რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ეს ფული მის­თვის არა­ფე­რია.

"მე არ ვე­ძებ დამ­ნა­შა­ვე­ებს და­სას­ჯე­ლად, მე ჩემი შვი­ლის ძვლებს ვე­ძებ. ჩემი ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლია, მქონ­დეს ად­გი­ლი, სა­დაც მი­ვალ, სან­თელს ავუნ­თებ და მას­თან ვი­ტი­რებ," - ამ­ბობს ნა­თე­ლა მეს­ხიშ­ვი­ლი. ის დღემ­დე ვე­რი­ა­ში ცხოვ­რობს და ყო­ველ­დღე იმ ქუ­ჩებს გა­დის, სა­დაც მისი შვი­ლი ბო­ლო­ჯერ ცო­ცხა­ლი ნა­ხეს.

რა­ტომ შე­ვი­და ალექ­სის საქ­მე ჩიხ­ში?

20 წლის შემ­დეგ ალექს მეს­ხიშ­ვი­ლის საქ­მე ისევ პა­სუ­ხგა­უ­ცე­მელ კი­თხვად რჩე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა მკვლე­ლო­ბი­სა და ცხედ­რის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი აღ­წე­რეს, გა­მო­ძი­ე­ბამ ვერ­ცერ­თი ნივ­თი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ვერ მო­ი­პო­ვა. ცხედ­რის არარ­სე­ბო­ბამ საქ­მე სა­მარ­თლებ­რივ ჩიხ­ში შე­იყ­ვა­ნა, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ დამ­ნა­შა­ვე­ებს სას­ჯე­ლის­გან თა­ვის არი­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა.

ამ ტრა­გე­დი­ამ აჩ­ვე­ნა ბერ­ძნუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის უძ­ლუ­რე­ბა არას­რულ­წლო­ვან­თა და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­შე. ხუთი მო­ზარ­დი, რომ­ლებ­მაც ჯერ ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ თა­ნა­ტოლს, შემ­დეგ კი მისი კვა­ლის გაქ­რო­ბა­ზე იზ­რუ­ნეს, დღეს თა­ვი­სუ­ფა­ლია. მათ მი­მართ მხო­ლოდ სიმ­ბო­ლუ­რი „აღ­მზრდე­ლო­ბი­თი ზო­მე­ბი“ გა­ტარ­და, რაც შვილმკვდა­რი დე­დის­თვის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას არ ნიშ­ნავს.

გა­მო­ძი­ე­ბის მთა­ვარ კი­თხვად კვლავ ცხედ­რის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი რჩე­ბა. ვერ­სია, რომ ბავ­შვებს დახ­მა­რე­ბა უფ­რო­სებ­მა გა­უ­წი­ეს, ყვე­ლა­ზე ლო­გი­კუ­რად ჟღერს, თუმ­ცა ამის დამ­ტკი­ცე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა. სა­ნამ ვე­რი­ა­ში ვინ­მე არ გა­და­წყვეტს ამ დუ­მი­ლის დარ­ღვე­ვას, ალექ­სის საქ­მე კვლავ დარ­ჩე­ბა ყვე­ლა­ზე იდუ­მალ და სას­ტიკ და­ნა­შა­უ­ლად, რო­მელ­მაც ორი ქვე­ყა­ნა შეძ­რა.

ნა­თე­ლა მეს­ხიშ­ვი­ლის­თვის კი ბრძო­ლა არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. ის დღემ­დე იმე­დოვ­ნებს, რომ ოდეს­მე მა­ინც გა­ი­გებს სი­მარ­თლეს და შეძ­ლებს შვი­ლის ნეშ­ტი მშობ­ლი­ურ მი­წას მი­ა­ბა­როს.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
13-12-2025, 16:15
დაწვრილებით