მარჯანიშვილზე ქალი მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - რა განცხადებას ავრცელებს შსს

მარჯანიშვილზე ქალი მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - რა განცხადებას ავრცელებს შსს

პო­ლი­ცი­ამ მარ­ჯა­ნიშ­ვილ­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და­ა­კა­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

"თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.დ. და­ა­კა­ვეს.

  • გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 14 იან­ვარს, თბი­ლის­ში, ბას­რი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა - 1987 წელს და­ბა­დე­ბულ მ.თ.-ს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ა.დ. მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მკვლე­ლო­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ მოხ­და. 

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია