ქარელში სტუმრად მყოფმა ქალებმა მასპინძელს ფული მოჰპარეს, ტელეფონი გასტაცეს და მიიმალნენ - შსს დეტალებს ასაჯაროებს

ქარელში სტუმრად მყოფმა ქალებმა მასპინძელს ფული მოჰპარეს, ტელეფონი გასტაცეს და მიიმალნენ - შსს დეტალებს ასაჯაროებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ძარ­ცვის ბრალ­დე­ბით ორი პირი - წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი, 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.მ. და 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ქ. და­ა­კა­ვეს.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით­ვე, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 178-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ა“ და მე­სა­მე ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 8 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

  • "გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დვან­ში მდე­ბა­რე გ.მ-ს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და მისი მე­გო­ბა­რი ქალი ა.მ. და გ.ქ. რა დრო­საც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­ე­უფლნენ მას­პინ­ძლის კუთ­ვნილს თან­ხას.
  • აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი სახ­ლის მე­პატ­რო­ნემ მა­შინ­ვე შე­ნიშ­ნა და თან­ხის უკან დაბ­რუ­ნე­ბას შე­ე­ცა­და, რა­მაც ად­გილ­ზე ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. გ.მ-მ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრ „112“-ში ზა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სცა­და, თუმ­ცა მას ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი გას­ტა­ცეს და მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­სა­კუთ­რე­ბულ თან­ხას­თან ერ­თად შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ.

    სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ა.მ. და გ.ქ. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­ხით და­ა­კა­ვეს.

    მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 178-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ა“ და მე­სა­მე ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 8 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"რუსეთის მოქალაქე არასრულწლოვანს ჩანთა გასტაცეს, მას შემდეგ კი, რაც დაზარებულმა ჩანთის დაბრუნება მოახერხა, მასზე იძალადეს და დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს" - შსს განცხადებას ავრცელებს
"რუსეთის მოქალაქე არასრულწლოვანს ჩანთა გასტაცეს, მას შემდეგ კი, რაც დაზარებულმა ჩანთის დაბრუნება მოახერხა, მასზე იძალადეს და დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს" - შსს განცხადებას ავრცელებს
13-11-2025, 12:46
დაწვრილებით