ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რას ითვალისწინებს ცვლილება საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებასთან დაკავშირებით

ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რას ითვალისწინებს ცვლილება საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებასთან დაკავშირებით

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო გან­მარ­ტავს, რას გუ­ლის­ხმობს მი­ნის­ტრის 2025 წლის 31 დე­კემ­ბრის ბრძა­ნე­ბა.

  • რო­გორც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, ცვლი­ლე­ბა ეხე­ბა მხო­ლოდ ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ნა­წილ­ში სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის ე.წ. კა­პი­ტა­ცი­ის მე­ქა­ნიზმს და არ ვრცელ­დე­ბა სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის სხვა რო­მე­ლი­მე კომ­პო­ნენ­ტებ­ზე, მათ შო­რის გა­და­უ­დე­ბელ ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ა­სა და სტა­ცი­ო­ნა­რულ სერ­ვი­სებ­ზე.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია, ყო­ველ­გვა­რი შე­ზღუდ­ვის გა­რე­შე, და­რე­გის­ტრირ­დეს ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და სრუ­ლად მი­ი­ღოს პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა.

"მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს, სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ, 6 თვე­ზე მეტი ვა­დით მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვერ ისარ­გებ­ლე­ბენ სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მის სერ­ვი­სე­ბით, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის­თვის გან­ვმარ­ტავთ: სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, იღებ­და სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას, ყო­ველ­გვა­რი ცვლი­ლე­ბის გა­რე­შე, გა­აგ­რძე­ლებს პროგ­რა­მით სარ­გებ­ლო­ბას. სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა არ ეზღუ­დე­ბა, არც სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს. ცვლი­ლე­ბა მხო­ლოდ ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას ეხე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო, ფიქ­სი­რე­ბულ ანა­ზღა­უ­რე­ბას უხ­დი­და კლი­ნი­კას, იმ შემ­თხვე­ვა­შიც, როცა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე არ იმ­ყო­ფე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში და შე­სა­ბა­მი­სად, არ იღებ­და სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას.

ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის 2025 წლის 31 დე­კემ­ბრის ბრძა­ნე­ბით, ცვლი­ლე­ბა ეხე­ბა მხო­ლოდ ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ნა­წილ­ში სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის ე.წ. კა­პი­ტა­ცი­ის მე­ქა­ნიზმს და არ ვრცელ­დე­ბა სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის სხვა რო­მე­ლი­მე კომ­პო­ნენ­ტებ­ზე, მათ შო­რის გა­და­უ­დე­ბელ ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ა­სა და სტა­ცი­ო­ნა­რულ სერ­ვი­სებ­ზე.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია, ყო­ველ­გვა­რი შე­ზღუდ­ვის გა­რე­შე, და­რე­გის­ტრირ­დეს ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და სრუ­ლად მი­ი­ღოს პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ყო­ველ­თაო ჯან­მრთე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის პროგ­რა­მის გაძ­ლი­ე­რე­ბას, არა­მიზ­ნობ­რი­ვი ხარ­ჯე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბა­სა და ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
13-12-2025, 16:15
დაწვრილებით
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
24-10-2025, 00:44
დაწვრილებით
სურსათის სააგენტო “ნესტლე საქართველოს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების შესახებ განცხადებას ავრცელებს - "თუ შეძენილი გაქვთ დასახელებული პარტიებიდან პროდუქტი, არ გამოიყენოთ"
სურსათის სააგენტო “ნესტლე საქართველოს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების შესახებ განცხადებას ავრცელებს - "თუ შეძენილი გაქვთ დასახელებული პარტიებიდან პროდუქტი, არ გამოიყენოთ"
9-01-2026, 00:46
დაწვრილებით