სურსათის სააგენტო “ნესტლე საქართველოს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების შესახებ განცხადებას ავრცელებს - "თუ შეძენილი გაქვთ დასახელებული პარტიებიდან პროდუქტი, არ გამოიყენოთ"

სურსათის სააგენტო “ნესტლე საქართველოს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების შესახებ განცხადებას ავრცელებს - "თუ შეძენილი გაქვთ დასახელებული პარტიებიდან პროდუქტი, არ გამოიყენოთ"

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით “ნესტლე სა­ქარ­თვე­ლოს“ ბავ­შვთა კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ე­ბის ამო­ღე­ბის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

  • "ნესტლე ჯგუფ­მა“ სხვა­დას­ხვა ბაზ­რი­დან, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­დან, ბავ­შვთა კვე­ბის გარ­კვე­უ­ლი პრო­დუქ­ცი­ის გა­მო­თხო­ვის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გარე მომ­წო­დებ­ლის­გან მი­ღე­ბულ ნედ­ლე­ულ­ში (მცე­ნა­რე­უ­ლი ზეთი – ომე­გა-6 არა­ქი­დონმჟა­ვე­ბის წყა­რო) ტოქ­სინ Cereulid-ის გა­მოვ­ლე­ნის შე­საძ­ლო რის­კის გამო მი­ი­ღო, იმის მი­უ­ხე­და­ვად რომ ამ ინ­გრე­დი­ენ­ტის შემ­ცვე­ლო­ბა მი­ნი­მა­ლუ­რია და ტოქ­სინ Cereulid-ის შემ­ცვე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და სხვა, მათ შო­რის ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­შიც არ ნორ­მირ­დე­ბა.

კერ­ძოდ, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას ახორ­ცი­ე­ლებს "ნესტლე სა­ქარ­თვე­ლოს“ მიერ კომ­პა­ნი­ის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ბავ­შვთა კვე­ბის პრო­დუქ­ცი­ის - მშრა­ლი სწრა­ფად ხსნა­დი რძის ნა­რე­ვე­ბის ბაზ­რი­დან კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ე­ბის ამო­ღე­ბა/გა­მო­თხო­ვის პრო­ცეს­ზე, კერ­ძოდ:

  • NAN 1 OPTIPRO – თუ­ნუ­ქის ქილა, 800 გ – 51490346AA, 51750346AB, 51810346AA;
  •  NAN 2 OPTIPRO – თუ­ნუ­ქის ქილა, 800 გ – 51240017C1, 51240017C2, 51420017C6, 51430017C2, 51570017C1, 51660017C5, 51670017C1, 52940017C3, 52950017C1;

    * NAN 2 OPTIPRO – თუ­ნუ­ქის ქილა, 400 გ – 51550017A1, 52920017A;

    * NAN 2 OPTIPRO – მუ­ყა­ოს ყუთი,1050 გ – 5218167821, 5256167811;

    სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს მომ­ხმა­რე­ბელს, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ შე­ძე­ნი­ლი აქვს პრო­დუქ­ცია და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პარ­ტი­ე­ბი­დან, არ გა­მო­ი­ყე­ნოს.

    "აღ­ნიშ­ნულ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლია ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ,ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სსიპ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, რომ­ლებ­საც დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია აქვთ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა არ წარ­მო­ად­გენს ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ზი­ანს, ხოლო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ატა­რებს პრე­ვენ­ცი­ულ ხა­სი­ათს.

    Cereulide/ცე­რე­უ­ლი­დი არის ღე­ბი­ნე­ბის გა­მომ­წვე­ვი ტოქ­სი­ნი, რო­მე­ლიც წარ­მო­იქ­მნე­ბა Bacillus cereus-ის ზო­გი­ერ­თი შტა­მის მიერ. თუ ბავ­შვმა მი­ი­ღო ამ ტოქ­სი­ნით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი, სიმპტო­მე­ბი შე­საძ­ლოა მო­ი­ცავ­დეს ღე­ბი­ნე­ბას, დი­ა­რე­ას და სი­სუს­ტეს. სიმპტო­მე­ბი, რო­გორც წესი, ვლინ­დე­ბა კონ­ტაქ­ტი­დან 30 წუ­თი­დან 6 სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდ­ში, ქრე­ბა 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში.

    ამ ეტაპ­ზე ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში ამ პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბის შემ­დეგ ბავ­შვე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მოხ­ვედ­რის ფაქ­ტი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბი­სას, ამ სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თვე­ვა­ში, სა­სურ­ვე­ლია და­უ­კავ­შირ­დეთ პე­დი­ატრს, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ გან­სა­ზღვრავს მკურ­ნა­ლო­ბას ან მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას.

    აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბაზ­რი­დან გა­მო­თხო­ვა ხდე­ბა მხო­ლოდ მო­ცე­მუ­ლი პარ­ტი­ე­ბის, რომ­ლე­ბიც კომ­პა­ნი­ის შე­ფა­სე­ბით, შე­საძ­ლოა პო­ტენ­ცი­ურ რის­კებს შე­ი­ცავ­დეს. ბაზ­რი­დან გა­მო­თხო­ვის მო­თხოვ­ნა არ ვრცელ­დე­ბა პრო­დუქ­ცი­ის სხვა პარ­ტი­ებ­სა და ბავ­შვთა კვე­ბის სხვა პრო­დუქ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბი­თაც კომ­პა­ნია Nestlé წარ­მოდ­გე­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში.

    აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­სა­ხებ "ნესტლე სა­ქარ­თვე­ლომ“ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აც­ნო­ბა სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს და თანმშრომ­ლო­ბის­თვის მზად­ყოფ­ნა­გა­მოთ­ქვა. პარ­ტი­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის და ამო­ღე­ბის პრო­ცე­სი უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
24-10-2025, 00:44
დაწვრილებით