ვინ შეუკვეთა 27 წლის ბიჭის მკვლელობა? - მარნეულის ბაზარში მომხდარი ანაგარიშსწორების ახალი დეტალები

პროკურატურა მარნეულის ბაზარში მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებას "შეკვეთილი მკვლელობის" კვალიფიკაციას აძლევს.
4 იანვარს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად რამდენიმე საათის წინ წარუდგინა.
გამოძიების ინფორმაციით, 2026 წლის 4 იანვარს, მარნეულში საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე, ბრალდებულმა, შეკვეთით, განსაკუთრებული სისასტიკით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზარალებულ მამა-შვილს დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიღებული დაზიანებებით ერთი დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო მეორეს გადარჩენა დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ლ“, „მ“, „ნ“ ქვეპუნქტებით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი შეკვეთით და განსაკუთრებული სისასტიკით) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მკვლელობაში ბრალდებული ამ დრომდე არ დაუკაავებიათ.
