"სოფო ბედიას ნამღერ "პრისონერას" გამო ატეხილ ამბავზე კომენტარი მთხოვეს და უცვლელად გთავაზობთ..." - თაკო ჩარკვიანი

"სოფო ბედიას ნამღერ "პრისონერას" გამო ატეხილ ამბავზე კომენტარი მთხოვეს და უცვლელად გთავაზობთ..." - თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი მომღერალ სოფო ბედიას მიერ შესრულებულ "პრისონერას" გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.

მისი თქმით, სოფო ბედია პროფესიონალია: ძლიერი ტემბრი აქვს, კარგად ფლობს ვოკალს და ამ სიმღერასაც ასრულებს, როგორც პროფესიონალი.

როგორც თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს, ზოგიერთ ნიჭიერად გაკეთებულ "შარჟზე" გულიანად იცინა და იხალისა, თუმცა ისურვებდა, რომ ადამიანებმა იცოდნენ, თუ სად გადის ზღვარი უკიდეგანო ლანძღვასა და იუმორს შორის...

"მომღერალ სოფო ბედიას ნამღერ "პრისონერას" გამო ატეხილ ამბავზე კომენტარი მთხოვეს და უცვლელად აქ გთავაზობთ (არ ვიცი რატომ მკითხეს, ალბათ, იმიტომ რომ პროფესიით მუსიკოსი ვარ):

"დავიწყოთ ასე და გავითვალისწინოთ, რომ ეს იყო შოუ (როგორც მითხრეს) რომელიც ტვ სერიალებიდან სიმღერებს (ე.წ საპნის ოპერებიდან) ასრულებდნენ მომღერლები. (რამდენად მხიბლავს ამ ტიპის შოუები და ეს ჟანრი საერთოდ, ახლა ამაზე არ ვისაუბრებ, არ მხიბლავს -ეს სხვა თემაა).

ისიც მესმის, რომ ადამიანებს სასტიკად აღიზიანებთ, საშინლად, ამაზრზენად, აღვირახსნილად, უზრდელურად მოსაუბრე მისი ანუ სოფო ბედიას მეუღლე, რომელიც თავს ბევრის უფლებას აძლევს და არ ფიქრობს, რომ ასე მდაბიოდ მოქცევა, მუქარა დაქადნება (ხელისუფლების იმედად ცხადია, თორემ ამდენის უფლებას ვინ მისცემდა?!) და საუბარი არ შეიძლება.

მე რაც ვნახე და შემხვდა სოც ქსელში ვიდეო ამ კაცისა, ძალზე გამაღიზიანებელია და სრულიად კანონიდან გასულია "ტიპი". რაც ძალზე სამწუხაროა, რომ მის გარშემო ეს მოსწონთ. ამიტომ არის ხალხის რეაქცია ასეთი, რაც ყოველთვის ჯაჭვივით არის ანუ ზიზღი არის ბუმერანგივით და ეს ცუდია და არ მომწონს, მაგრამ ასეა (ეს ყველას ეხება, სრულიად ყველას).

თუმც... ახლა თავად სოფო ბედიას, როგორც მომღერლის შესახებ:

აქვე დავძენ ობიექტურად, რომ გათვალისწინებით ამ (ტვ პროექტის დანიშნულებისა) თავად სოფო ბედიას აქვს ვოკალის ძალიან კარგი შესაძლებლობები, ძლიერი ტემბრი, კარგად ფლობს ვოკალს, პროფესიონალია და ამ სიმღერასაც ასრულებს როგორც პროფესიონალი - ეს ფაქტია.

დანარჩენი რა მოგახსენოთ, ზოგიერთ ნიჭიერად გაკეთებულ "შარჟზე" გულიანად ვიცინე ბევრი და ვიხალისე, განსაკუთრებით "დუშის" - შხაპის ქვეშ ნამღერ შარჟებზე, მართლა ვიცინე…

მაგრამ ვისურვებდი, რომ ზღვარი არსებობდეს და იცოდნენ ადამიანებმა, სად გადის ზღვარი, უკიდეგანო ლანძღვასა და იუმორს - ღიმილს შორის...

"ზოგიერთის" გასაგონად ვიტყვი, რომ გოიმობას ნუ ჩამოვყვებით, რადგან ყველგან მოიძებნება მრავლად, ასეთი უკიდეგანო ბულინგი, ფიზიკურ სხეულზე მითითება, ლანძღვა უშვერი სიტყვებით მომღერლისა (რომელიც საკმაოდ ბევრს სჯობს პროფესიონალიზმით, არც თუ "არაგოიმურ" ქართულ ესტრადაზე, ბევრს ეხება) ესეც ძალზე დიდი პროვინციალიზმია.

ნუ ჩავეფლობით ზიზღის მორევში. ერთმანეთის "დასამარხი" აღარ დაგვრჩება ადამიანებო". ხომ იცით მეგობრებო, ყოველთვის, რასაც ვფიქრობ იმას ვწერ… გილოცავთ შობა ახალ წელს ადამიანებო! ეს არის ჩემი კომენტარი...

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"სუფრაზე ეს 3 რამ უნდა იყოს... 31 დეკემბერს გველისა და ცხენის ფიგურები ერთად უნდა გვქონდეს..." - მიხეილ ცაგარელი გვირჩევს, როგორ შევხვდეთ 2026 წელს, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოვიზიდოთ
"სუფრაზე ეს 3 რამ უნდა იყოს... 31 დეკემბერს გველისა და ცხენის ფიგურები ერთად უნდა გვქონდეს..." - მიხეილ ცაგარელი გვირჩევს, როგორ შევხვდეთ 2026 წელს, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოვიზიდოთ
15-12-2025, 19:38
დაწვრილებით
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით
"იმდენად მინდოდა შვილები, ასაკზე არ მიფიქრია. თუ უფალი გაძლევს, იმის უნარსაც მოგცემს, რომ შვილებს მიხედო... ბავშვები თავად არ გამიჩენია, სუროგატის დახმარებით გაჩნდნენ... ძიძის გარეშე ვზრდით მე და რეზიკო..." - თამუნა ამონაშვილი

15-12-2025, 22:27
დაწვრილებით
"მედიკამენტზე მითითებული ვადის ამოწურვა არ ნიშნავს, რომ წამალი უსარგებლო ან მავნებელი ხდება... ზოგიერთ წამალს 90%-ზე მაღალი რჩება პოტენციალი" - რომელი ვადაგასული წამლების გამოყენება შეიძლება გადაუდებელი შემთხვევების დროს და რომლებს არ ეხება ეს წესი

18-12-2025, 22:51
დაწვრილებით