4 დაშავებული და 1 გარდაცვლი, ქორწილის სუფრაზე დაწყებული სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები

50 წლის კაცს ანგარიშსწორების მოტივით თანასოფლელებმა ავტომობილი ჯერ დააჯახეს შემდეგ გადაუარეს და გაიქცნენ. საზარელი შემთხვევა გარდაბანში სოფელ ყარათაკლაში მოხდა. ფაილ ალიევი სასიკვდილო დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა, სიკვდილს ებრძვის მისი ვაჟიც. მამის შემდეგ ავტომობილით თანასოფლელებმა 22 წლის ბიჭსაც გადაუარეს.
ყველაფერი ქორწილის სუფრაზე დაიწყო. თანასოფლელები ერთ-ერთ რესტორანში ქეიფობდნენ. გინების და უშვერი სიტყვების გამო აიდინ მამედოვმა ფაილ ალიევს შენიშვნა მისცა და სილა გააწნა. თვითმხილველების თქმით, 50 წლის კაცმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, რესტორნიდან გამოვიდა და შვილს დასახმარებლად დაუძახა. თანასოფლელებს შორის ხელჩართულ ჩხუბში შვილები და ნათესავები ჩაერთნენ.
ადგილობრივების თქმით, კონფლიქტი მოგვიანებით ფაილ ალიევის სახლთან გაგრძელდა. ირკვევა რომ აიდინ მამედოვი შვილებთან და 1 თანმხლებ პირთან ერთად ალიევს სახლში მიუვარდა. თავდამსმელების მოგერიების მიზნით ალიევის ვაჟმა დანით სამივე თანასოფლელი დაჭრა, მამედოვებმა კი მამა-შვილზე შური ავტომობილის დაჯახებით იძიეს.
სისხლიან ანგარიშსწორებას გარდაბანში 4 დაშავებული და 1 გარდაცვლილი ჰყავს. ფაილ ალიევი დღეს დაკრძალეს. კრიტიკულ მდგომარეობაშია მისი ვაჟი.
ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება კიდევ 2 პირი, მათ ჭრილობა გულ მკერდის არეში დანით აქვთ მიყენებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრონლები 3 ადამიანის გამოჯანმრთელებას რუსთავის კლინიკაში ელოდება იმისთვის რომ სისხლიან დაპირისპირებაში მონაწილეობის ბრალებით ხელბორკილი დაადოს.
