ცნობილი ხდება გარდაბანში მოკლული მამაკაცის ვინაობა - "ქუჩაში გასულ ფაილის თავისი სახლის წინ მანქანით გადაუარა. მანქანა დააჯახა მის ვაჟსაც"

ცნობილი ხდება გარდაბანში მოკლული მამაკაცის ვინაობა - "ქუჩაში გასულ ფაილის თავისი სახლის წინ მანქანით გადაუარა. მანქანა დააჯახა მის ვაჟსაც"

გარ­და­ბან­ში, სო­ფელ ყა­რა­თაკ­ლი­ა­ში 5 იან­ვარს თა­ნაკ­ლა­სე­ლებს შო­რის და­წყე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი სის­ხლისღვრით დას­რულ­და. მოკ­ლუ­ლია ერთი პირი, დაჭ­რი­ლია ორი ადა­მი­ა­ნი და და­შავ­და კი­დევ ერთი ახალ­გაზ­რდა კაცი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ლა­პა­რა­კე­ბა რეს­ტო­რან­ში, ქორ­წი­ლის სუფ­რა­ზე მოხ­და, შემ­დგომ ჩა­ი­ხა­ნა­ში გაგ­რძელ­და, შემ­დეგ კი უმ­ძი­მეს და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. და­ნა­შა­ულს თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყავს.

"ფაილ ალი­ევ­სა და აი­დინ მა­მე­დოვს შო­რის წარ­მოქ­მნი­ლი კონ­ფლიქ­ტი ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, აი­დინ მა­მე­დო­ვის შვი­ლე­ბი ავ­ტო­მო­ბი­ლით ფაილ ალი­ე­ვის სახ­ლთან მი­ვიდ­ნენ და თავს და­ესხნენ. სახ­ლში მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ფაილ ალი­ე­ვის ვაჟ­მა ორი ადა­მი­ა­ნი და­ნით დაჭ­რა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აი­დი­ნის შვილ­მა ავ­ტო­მო­ბი­ლით 51 წლის ფაილ ალი­ევს გა­და­უ­ა­რა, რის შე­დე­გა­დაც იგი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სხვა და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი რუს­თა­ვის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს," - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი.

შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო. და­ნა­შა­უ­ლის დე­ტა­ლე­ბის გარ­კვე­ვა სო­ფელ­ში ვცა­დეთ, მაგ­რამ მომ­ხდარ­ზე სა­უბ­რის­გან თავი შე­ი­კა­ვა მე­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა: “არ ვიცი დე­ტა­ლე­ბი რა მოხ­და. ვიცი, რომ ფაილ ალი­ე­ვი არის სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლი­დან, აი­დინ მა­მე­დო­ვი არის ჩვე­ნი სოფ­ლის მცხოვ­რე­ბი, რა­ტომ მოხ­და, არ ვიცი, ვე­რა­ფერს გე­ტყვით”, - ამ­ბობს მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სო­ფელ ყა­რა­თაკ­ლი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში ელ­ნურ გა­რი­ბო­ვი.

თუმ­ცა ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებს გვი­ამ­ბობს. მან ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა:

- მოკ­ლუ­ლია ფაილ ალი­ე­ვი. რო­გორც ვიცი, და­პი­რის­პი­რე­ბა აი­დინ მა­მე­დოვ­სა და მოკ­ლულს - ფაილ ალი­ევს შო­რის რეს­ტო­რან­ში და­ი­წყო. ისი­ნი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ და ერ­თმა­ნეთს შეხ­ვდნენ იმ დღეს ფა­ი­ლის ნა­თე­სა­ვის ქორ­წილ­ში. ამ სუფ­რი­დან გა­და­სუ­ლან სხვა­გან, იქ თურ­მე ჩაის სვამ­დნენ, ნას­ვა­მე­ბი იყ­ვნენ ორი­ვე. ფა­ი­ლი მან­ქა­ნის გა­რე­შე ყო­ფი­ლა და და­უ­რე­კავს თა­ვის ბი­ჭთან, - მოდი, შვი­ლო, წა­მიყ­ვა­ნეო. მი­თი­თე­ბულ ად­გი­ლას მი­ვი­და მან­ქა­ნით ფა­ი­ლის ვაჟი და თურ­მე იქ შე­ა­გი­ნა აი­დინ­მა მე­გობ­რის, ფა­ი­ლის შვილს. მა­მამ უთხრა, - რა­ტომ შე­ა­გი­ნე ჩემს ბიჭს, შვი­ლის ტოლა ბიჭს რომ აგი­ნებ, არ გრცხვე­ნი­აო, ამის შემ­დეგ მა­მა­საც შე­ა­გი­ნა თურ­მე და მოხ­და მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი. ამის შემ­დეგ მამა-შვი­ლი ალი­ე­ვე­ბი მო­ვიდ­ნენ სახ­ლში, ფა­ი­ლი არის სო­ფელ ყა­რა­თაკ­ლი­ი­დან, მაგ­რამ სი­ძეა ყა­რა­ჯა­ლე­ლე­ბის. მათი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ტე­რი­ტო­რია ეკუთ­ვნის სო­ფელ ყა­რა­თაკ­ლი­ას. შვილ­მა მამა მო­იყ­ვა­ნა სახ­ლში, მაგ­რამ ამის მერე ფა­ი­ლის სახ­ლში მო­ვიდ­ნენ აი­დი­ნის შვი­ლე­ბი, ანუ ისი­ნი მო­უ­ვარ­დნენ ამათ ოჯახს. ამ­ბო­ბენ, რომ მან­ქა­ნით ხუთი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და და აქ მოხ­და კონ­ფლიქ­ტი. მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი სახ­ლში შე­ვარ­დნენ, იქ მოხ­და და­პი­რის­პი­რე­ბა და ფა­ი­ლის სახ­ლი­დან ჭიშ­კრის გა­რეთ ძა­ლით გა­იყ­ვა­ნეს თურ­მე მო­ჩხუბ­რე­ბი და ამ დროს მოხ­და დაჭ­რაც. აი­დი­ნის შვი­ლე­ბი დაჭ­რეს, ამ დროს მო­სუ­ლა მან­ქა­ნით აი­დინ მა­მე­დო­ვის კი­დევ ერთი, მე­სა­მე ბიჭი თა­ვი­სი მან­ქა­ნით, თა­ვი­სი ძმე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად და ქუ­ჩა­ში გა­სულ ფა­ი­ლის თა­ვი­სი სახ­ლის წინ მან­ქა­ნით გა­და­უ­ა­რა. მან­ქა­ნა და­ა­ჯა­ხა მის ვაჟ­საც,

რომელიც ახლა დაშავებულია და კლინიკაშია გადაყვანილი. კლინიკაში გადაიყვანეს დაჭრილი აიდინის შვილებიც. ფაილი ადგილზე გარდაიცვალა. აიდინის შვილებიც არიან დაჭრილები, ისინი ვინ დაჭრა, ზუსტად არ ვიცი. ამბობენ, სახლში რომ მიუვარდნენ, სავარაუდოდ, დაჭრა მოკლულის ბიჭმაო. ზუსტად ჯერ არ ვიცით, გამოძიება დაადგენს ამას. ფაქტია, ორივე მხრიდან იყო დაპირისპირება. ფაილი კი არის ყარაჯალელების სიძე, თუმცა უკვე მოკლულია და მკვლელობაში ბრალდებულები თანასოფლებები არიან. მათი საცხოვრებელი მიწა არის სოფელ ყარათაკლიის ტერიტორიაზე. მოკლულს ჰყავს ორი ბიჭი და ერთი გოგონა. ერთი ბიჭი რუსეთში იყო და ამ ტრაგედიის მერე, დღეს ჩამოვიდა, მისი ძმა ახლა კლინიკაშია. ერთი წელია, რაც ცოლი მოიყვანა, ძალიან პატიოსანი და კარგი ბიჭია, პატარა ახლახან შეეძინა. ცნობილია, რომ მამა-შვილს დააჯახა მანქანა აიდინის ვაჟმა, რის შემდეგ მამა ადგილზე დაიღუპა და ახლა ამ ბიჭს აქვს სერიოზული დაზიანებები, მათ შორის, როგორც ვიცი, ხერხემალიც დაუზიანდა და ამჟამად კლინიკაში იმყოფება. სამი თვე უნდა იწვეს საავადმყოფოშიო, ხელიც აქვს მოტეხილი, ღვიძლი აქვს დაზიანებული, ჯერჯერობით არავინ იცის, როგორ იქნება, შეძლებს თუ არა გავლას. ხერხემლის დაზიანებასთან ერთად ასევე პატარა-პატარა მოტეხილობებიც აქვს. ეს მძიმე ფაქტი გუშინ, საღამოს მოხდა. ამ ფაქტს ჰყავს თვითმხილველები, მაგრამ რამდენად მისცემენ ისინი სწორ ჩვენებას გამოძიებას, არ ვიცი. რატომღაც სიმართლის თქმას ყველა თავს არიდებს. ფაილის სახლში, როგორც ვიცი, სულ ხუთი კაცი მივიდა საქმის გასარჩევად, ფაქტობრივად, მიუვარდნენ, ვიდეოჩანაწერებიც არსებობს. გარდაცვლილს სახლში უყენია კამერები და ვიდეოკამერებში ყველაფერი ჩაწერილია, გარეთ და შიგნით რაც მოხდა. ეს მასალები დაეხმარება გამოძიებას. შუადღის ინფორმაციით, ის დაჭერილი არ იყო. მას შემდეგ, რაც მანქანით გადაუარა მამა-შვილს, თავისი დაჭრილი ძმები გადაიყვანა კლინიკაში, იქ დატოვა მანქანა და იქიდან მიიმალა. თვითონ მას არანაირი დაზიანება არ აქვს. გაქცეული იყო და ახლა არ ვიცი ზუსტად, დაჭერილია თუ არა. რაც შეეხება მოკლულ მამაკაცს, ძალიან კარგი ადამიანი იყო, რადგან გარდაიცვალა, იმიტომ კი არ გეუბნებით ამას, მართლა ძალიან მაგარი კაცი იყო, წყნარი, უკონფლიქტო. თავისთვის ცხოვრობდა, არავის არაფერს უშავებდა. შვილებიც კარგი ჰყავს, მისი ბიჭიც ახალი დაოჯახებულია, ახლახან ეყოლა შვილი, წყნარი, კარგი ოჯახია და ასეთი ტრაგედია დატრიალდა. ვიცი ის, რომ იმ დღეს ფაილის ნათესავის ქორწილში იყვნენ ერთად და კლასელებს იქ შეხვდნენ, დალიეს და მერე გადავიდნენ სხვა რესტორანში, ჩაის დასალევად და იქ დაიწყო ეს კონფლიქტი, რაზეც უკვე გესაუბრეთ. როგორც ვიცი, დაჭრილი ძმები მიიყვანა საავადმყოფოში დამნაშავემ, მანქანა იქ დატოვა და გაიქცა იქიდან, რადგან პოლიციელები მივიდნენ ადგილზე. ახლა პოლიციელები დგანან საავადმყოფოში და შიგნით არავის უშვებენ. კლინიკაში არიან აიდინის შვილებიც,”- ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, დამატებით დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
13-12-2025, 16:15
დაწვრილებით
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით