"იმ დონემდე გიყვარდი გარდაცვალების დროსაც, ლიკას მიმიხედეთო… როგორ დახუჭე შენი მოციმციმე ლამაზი თვალები…“ – სამტრედია - აბაშის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული ლიკა კუჭუხიძე გარდაცვლილ მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

სამტრედია–აბაშის გზაზე 24 ოქტომბერს მომხდარი უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებულმა 18 წლის ლიკა კუჭუხიძემ შეიტყო, რომ მისი მეუღლე, ბაჩო ლასარეიშვილი ავარიას ემსხვერპლა.

"შეუსრულებელ 20-წელს გილოცავ, ჩემო ანგელოზო. ჩვენ სულ სხვანაირად გვინდოდა აღგვენიშნა ეს დღე, მაგრამ სულ სხვანაირად მოხდა ყველაფერი.

ძალიან მიჭირს, შენზე წარსულში საუბარი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შენ გამაძლიერებ ზეციდან. შენ ხარ ჩემი მარადიული სიყვარული.

როგორ გვიყვარდა ერთმანეთი, ჩვენ ხომ მხოლოდ ერთად ყოფნას ვნატრულობდით. გპირდები, რომ ჩვენი სიყვარული გახდება მაგალითი იმისა თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი სიყვარული.

უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო, ჩვენს მარადიულ სიყვარულზე. იმ დონემდე გიყვარდი გარდაცვალების დროსაც, რომ მე გახსოვდი, "ლიკას მიმიხედეთო,, რამხელა ტკივილს იგრძნობდი მაგ დროს, წარმოდგენაც არ მინდა ცხოვრება.

როგორ დახუჭე შენი მოციმციმე ლამაზი თვალები. შენს სულს ვენაცვალე მე, შეხვედრამდე ჩემო ერთადერთო სიყვარულო" - წერს ლიკა კუჭუხიძე

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"სუფრაზე ეს 3 რამ უნდა იყოს... 31 დეკემბერს გველისა და ცხენის ფიგურები ერთად უნდა გვქონდეს..." - მიხეილ ცაგარელი გვირჩევს, როგორ შევხვდეთ 2026 წელს, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოვიზიდოთ
"სუფრაზე ეს 3 რამ უნდა იყოს... 31 დეკემბერს გველისა და ცხენის ფიგურები ერთად უნდა გვქონდეს..." - მიხეილ ცაგარელი გვირჩევს, როგორ შევხვდეთ 2026 წელს, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოვიზიდოთ
15-12-2025, 19:38
დაწვრილებით
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით