ტრაგედია ახალქალაქში - მეოთხე სართულიდან გადმოვარდა ქალი, რომელიც ცეცხლმოკიდებული ბინიდან თავის დაღწევას ცდილობდა

ახალქალაქში, ყოფილი პირველი სამხედრო ქალაქის ერთ-ერთ მრავალსართულიან შენობაში, მეოთხე სართულზე მდებარე ბინაში ხანძარი გაჩნდა.
ბინაში 30 წლის ქალი, მოზარდი გოგონა და 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდნენ. ქალი ცეცხლმოკიდებული ბინიდან თავის დაღწევას ცდილობდა, როდესაც აივნიდან გადაძრომა სცადა, რა დროსაც გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.
ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ბინაში მყოფების გადარჩენა შეძლეს. ისინი დამწვრობით თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
FB კომენტარები
