"წელს გრიპის ვირუსმა მუტაცია განიცადა..." - ინფექციონისტი გრიპის ახალ შტამსა და ვაქცინაციაზე: რატომ მიმდინარეობს გრიპი წელს განსაკუთრებით მძიმედ?

"წელს გრიპის ვირუსმა მუტაცია განიცადა..."  - ინფექციონისტი გრიპის ახალ შტამსა და ვაქცინაციაზე: რატომ მიმდინარეობს გრიპი წელს განსაკუთრებით მძიმედ?

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გრი­პის ვირუ­სის წლე­ვან­დელ სე­ზონ­თან და­კავ­ში­რე­ბით უამ­რა­ვი კი­თხვა გაჩ­ნდა. ხში­რად ის­მის მო­საზ­რე­ბა, რომ ვაქ­ცი­ნამ "არ იმუ­შა­ვა“ და აც­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც მა­ინც ავად­დე­ბი­ან. რე­ა­ლუ­რად რა ხდე­ბა წელს, რო­მე­ლი ქვე­ტი­პე­ბი დო­მი­ნი­რებს და რა­ტომ აღ­მოჩ­ნდა ვირუ­სი იმა­ზე რთუ­ლი, ვიდ­რე ვე­ლო­დით?

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას გან­მარ­ტავს. მისი თქმით, წლე­ვან­დელ­მა შტამ­მა მუ­ტა­ცია ვაქ­ცი­ნის შექ­მნის შემ­დეგ გა­ნი­ცა­და, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ აც­რამ აზრი და­კარ­გა.

გთა­ვა­ზობთ მის პოსტს უც­ვლე­ლად:

ბევ­რი მით­ქმა-მოთ­ქმაა გრი­პის ვირუ­სის წლე­ვან­დელ შტამ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამ ქვე­ტი­პის წი­ნა­აღ­მდეგ ვაქ­ცი­ნამ "არ იმუ­შა­ვა“. შე­გახ­სე­ნებთ, წელს წამ­ყვა­ნია H3N2 subclade K (და არა "ღო­რის გრი­პი“, რო­გორც ამას ბევ­რი ამ­ბობს, რო­მე­ლიც არის H1N1. ახლა ეს ქვე­ტი­პიც ცირ­კუ­ლი­რებს, მაგ­რამ წელს აქ­ცენ­ტი H3N2-ზეა).

მოკ­ლედ, ამ ქვე­ტი­პებ­ზე ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბას ალ­ბათ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ექ­ნე­ბო­და. უბ­რა­ლოდ, აქ მთა­ვა­რი ის არის, რომ წელს გრი­პის ვირუს­მა მუ­ტა­ცია გა­ნი­ცა­და იმის შემ­დეგ, რაც ვაქ­ცი­ნა უკვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი იყო (შე­გახ­სე­ნებთ, ყო­ველ­წლი­უ­რად ვაქ­ცი­ნა იქ­მნე­ბა იმ სე­ზონ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ქვე­ტი­პე­ბის შე­სა­ბა­მი­სად). ამი­ტომ მისი ეფექ­ტუ­რო­ბა ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე სხვა სე­ზო­ნებ­ზე. ამან გარ­კვე­უ­ლად გა­აღ­რმა­ვა ვაქ­ცი­ნის მი­მართ სკეპ­ტი­ციზ­მი, რო­მე­ლიც ისე­დაც ყო­ველ­თვის არ­სე­ბობ­და.

სი­ნამ­დვი­ლე­ში კი წელს გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნას კი­დევ უფრო დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რად­გან ვირუ­სის ახა­ლი ქვე­ტი­პი იმუ­ნურ პა­სუხ­საც “გა­ექ­ცა” და შე­სა­ბა­მი­სად, ვი­საც H3N2 მი­მართ გარ­კვე­უ­ლი დაც­ვა ჰქონ­და, ისიც ნაკ­ლე­ბად მუ­შა­ობს. წელს ამ მუ­ტა­ცი­ის გამო ზო­გი­ერ­თე­ბი გრი­პის პან­დე­მი­ურ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­საც პროგ­ნო­ზი­რებ­დნენ. იმე­დია, ეს აღარ გვე­მუქ­რე­ბა.

წლე­ვან­დელ სე­ზონ­ზე ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც ინ­ტენ­სი­უ­რად ინ­ფი­ცირ­დე­ბი­ან, თუმ­ცა რო­გორც სხვა ქვეყ­ნე­ბის სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, ასე­ვე ჩვენ­თან რა­საც ვაკ­ვირ­დე­ბით, აც­რი­ლებს შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად გა­და­აქვთ, ხოლო აუც­რე­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მძი­მედ - 5-7 დღე მა­ღა­ლი, შე­უ­პო­ვა­რი ცხე­ლე­ბით და ხში­რად გარ­თუ­ლე­ბე­ბით. აც­რი­ლებ­ში ბევ­რად ნაკ­ლე­ბია ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბი.

ამი­ტომ, გთხოვთ, ნუ აჰ­ყვე­ბით ამ კამ­პა­ნი­ას, რომ წელს ვაქ­ცი­ნა "ჩა­ვარ­და" და ამი­ტომ რა აზრი ჰქონ­და აც­რას. კი­დევ ვი­მე­ო­რებ, პი­რი­ქით, წელს კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. ამი­ტომ ვინც ჯერ არ აც­რი­ლა, ისევ აქვს აზრი".

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
24-10-2025, 00:44
დაწვრილებით
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
13-12-2025, 16:15
დაწვრილებით