"ჩვენი სიყვარული ისტორიას დარჩება..." - ოქტომბერში, უმძიმეს ავარიას გადარჩენილმა გოგონამ, იმავე ავარიაში მეუღლის დაღუპვის ამბავი ახლახან გაიგო

"ჩვენი სიყვარული ისტორიას დარჩება..." - ოქტომბერში, უმძიმეს ავარიას გადარჩენილმა გოგონამ, იმავე ავარიაში მეუღლის დაღუპვის ამბავი ახლახან გაიგო

2025 წლის 24 ოქ­ტომ­ბერს, სამ­ტრე­დია-აბა­შის გზა­ზე ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, სა­დაც ავა­რი­ას19 წლის ბაჩო ლა­სა­რე­იშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა. ავა­რი­ა­ში მძი­მედ და­შავ­დე მისი მე­უღ­ლე ლიკა კუ­ჭუ­ხი­ძე, რო­მე­ლიც დღემ­დე სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მკურ­ნა­ლო­ბას გა­დის. მან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იცო­და მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, წყვი­ლი ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ოჯა­ხი სიყ­ვა­რუ­ლით შე­იქ­მნა. მათ გა­სულ წელს, ზა­ფხულს ჰქონ­დათ ქორ­წი­ლი და ბედ­ნი­ე­რად უნდა ეცხოვ­რათ, მაგ­რამ იმ დღეს მომ­ხდარ­მა სა­ში­ნელ­მა ავა­რი­ამ ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, გო­გო­ნამ ახ­ლა­ხან გა­ი­გო მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი.

"რა მწა­რე ხარ, ცხოვ­რე­ბავ... ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი ის­ტო­რი­ას დარ­ჩე­ბა..." - წერს ლიკა კუ­ჭუ­ხი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით