მძღო­ლე­ბი ზედ­მე­ტი ხმა­უ­რის გამო და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან

მძღო­ლე­ბი ზედ­მე­ტი ხმა­უ­რის გამო და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან

  • 1. პარ­ლა­მენ­ტის მიერ ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნის ცალ­კე­უ­ლი ნორ­მე­ბი

პარ­ლა­მენ­ტის მიერ ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნის ცალ­კე­უ­ლი ნორ­მე­ბი 2026 წლის 1-ელი იან­ვრი­დან ძა­ლა­ში შე­დის.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის ამო­ცა­ნაა ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის და პო­პუ­ლა­ცი­ის მარ­თვის პრინ­ცი­პე­ბის და­ნერგვა, მათი არა­სა­თა­ნა­დო და სას­ტი­კი მო­პყრო­ბის­გან დაც­ვა, ასე­ვე ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის და ადა­მი­ა­ნის დაც­ვა სხვა ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის­გან მომ­დი­ნა­რე საფრ­თხე­ე­ბის­გან.

2026 წლის 1-ელი იან­ვრი­დან ძა­ლა­ში შე­დის კა­ნო­ნის მუხ­ლი, რო­მე­ლიც არა­სამ­კურ­ნა­ლო მიზ­ნით ან ფუნ­ქცი­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე ცხო­ვე­ლის­თვის ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას კრძა­ლავს. კერ­ძოდ, აკ­რძა­ლუ­ლი იქ­ნე­ბა ყუ­რე­ბი­სა და კუ­დის კუ­პი­რე­ბა, ეშ­ვე­ბის ექ­სტრაქ­ცია, კლან­ჭე­ბის ოპე­რა­ცი­უ­ლი ამოკ­ვე­თა, სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბა და ხმის იო­გე­ბის გა­დაჭ­რა.

ამას­თან, უკვე მოქ­მე­დებს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბი, რო­მე­ლიც ცხო­ვე­ლის წა­მე­ბას, მის­და­მი სას­ტიკ მო­პყრო­ბას ან ცხო­ვე­ლის მი­მართ სხვაგ­ვარ ძა­ლა­დო­ბას მოჰ­ყვე­ბა.

კა­ნო­ნი ად­გენს, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია ცხო­ვე­ლი­სად­მი არა­სა­თა­ნა­დო ან სას­ტი­კი მო­პყრო­ბა ან ასე­თი ქმე­დე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, მათ შო­რის - ცხო­ვე­ლის ცემა, ცხო­ვე­ლის მუდ­მი­ვად დაბ­მულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოლა, ცხო­ვე­ლის ისე­თი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა, რო­მე­ლიც მის ტან­ჯვას იწ­ვევს, ცხო­ვე­ლის მო­წო­დე­ბა აგ­რე­სი­ის­კენ ან წა­ხა­ლი­სე­ბა სხვა ცხო­ვე­ლის და ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის და სი­ცო­ცხლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, ასე­ვე ცხო­ვე­ლის­თვის ჭრი­ლო­ბის მი­ყე­ნე­ბა, მისი და­სა­ხიჩ­რე­ბა ან ჯან­მრთე­ლო­ბის სხვაგ­ვა­რი და­ზი­ა­ნე­ბა (მათ შო­რის, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვი­სას), რო­მე­ლიც სა­ხი­ფა­თოა სი­ცო­ცხლის­თვის და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. და­უშ­ვე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ცხო­ვე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­მეც­ნი­ე­რო ექ­სპე­რი­მენ­ტის­თვის და მას­ზე ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ცდე­ბის ჩა­ტა­რე­ბა (გარ­და “ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ“კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­სა), ცხო­ვე­ლე­ბის ორ­თაბ­რძო­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა, ჩა­ტა­რე­ბა და ორ­თაბ­რძო­ლის­თვის ად­გი­ლის გა­და­ცე­მა.

“ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი პარ­ლა­მენ­ტმა 2025 წლის ივ­ლის­ში მი­ი­ღო.

  • 2. მძღო­ლებს, რო­მელ­თაც მარ­თვის უფ­ლე­ბა ქუ­ლე­ბის ამო­წურ­ვის გამო აქვთ შე­ჩე­რე­ბუ­ლი, დღე­ი­დან ავ­ტო­მა­ტუ­რად აღუდ­გე­ბათ

მძღო­ლებს, რო­მელ­თაც მარ­თვის უფ­ლე­ბა მარ­თვის მოწ­მო­ბის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ამო­წურ­ვის გამო აქვთ შე­ჩე­რე­ბუ­ლი, 2026 წლის 1-ლი იან­ვრი­დან მარ­თვის უფ­ლე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად აღუდ­გე­ბათ და მათ მოწ­მო­ბას 100 ქულა ხე­ლახ­ლა მი­ე­ნი­ჭე­ბა.

პარ­ლა­მენ­ტის მიერ დე­კემ­ბრის თვე­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მო­ქა­ლა­ქე­თა იმ კა­ტე­გო­რი­ა­ზე, ვი­საც 2025 წლის 16 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს მარ­თვის უფ­ლე­ბა საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მი­ტო­ვე­ბის­თვის, ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის­თვის, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბის­თვის ან მარ­თვის მოწ­მო­ბის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ამო­წურ­ვის­თვის, სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ღა­ვა­თი გავ­რცელ­დე­ბა. შე­ღა­ვა­თი ეტა­პობ­რი­ვად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მარ­თვის მოწ­მო­ბა 35 500-მდე პირს აქვს შე­ჩე­რე­ბუ­ლი.

  • 3. მძღო­ლე­ბი ზედ­მე­ტი ხმა­უ­რის გამო და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან

2026 წლის 1-ელი იან­ვრი­დან მძღო­ლე­ბი ზედ­მე­ტი ხმა­უ­რის გამო და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან.

ახა­ლი წლი­დან ძა­ლა­შია “ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის“ ნორ­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, იმ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა, რომ­ლის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ი­სას წარ­მოქ­მნი­ლი ხმა­უ­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნილ ნორ­მას აღე­მა­ტე­ბა, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა 200 ლარი იქ­ნე­ბა, ხოლო შემ­დეგ ჯერ­ზე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მძღო­ლი 300 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნი 2026 წლის 1-ელი იან­ვრი­დან ამოქ­მედ­და.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
13-12-2025, 16:15
დაწვრილებით