შიდა ტრანზიტული ნომრები იცვლება - საფასური მნიშვნელოვნად მატულობს

შიდა ტრანზიტული ნომრები იცვლება - საფასური მნიშვნელოვნად მატულობს

2026 წლის 1-ლი მარტიდან ავტომობილებისა და მოტოციკლების შიდა ტრანზიტის ნომრები იცვლება. ახალი ნიმუშები მთავრობის 2025 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით დამტკიცდა.

ახალი წესის მიხედვით, შემოდის შიდა ტრანზიტის ახალი ტიპის ნომრები — წითელი ზოლის ნაცვლად ლურჯი ზოლით. ამასთან, დღევანდელი „შიდა ტრანზიტის“ ნომრები მხოლოდ „ტრანზიტულ“ ნომრებად დარჩება.

შსს-ს მომსახურების სააგენტოს დაევალა, 2026 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს ახალი ნომრების დამზადება და გაცემისთვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებები. დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ იმ ძველი ნიმუშის შიდა ტრანზიტებს, რომლებიც 1 მარტამდე გაიცემა და იურიდიულ ძალას ფლობს, მოქმედების ვადა კანონით განსაზღვრული წესით შეუნარჩუნდება.

ამავე დროს, 2026 წლის 1 იანვრიდან ტრანზიტული ნომრის ღირებულება მნიშვნელოვნად გაძვირდა - 50 ლარის ნაცვლად 370 ლარი გახდა, რაც პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონით ამოქმედდა.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"სუფრაზე ეს 3 რამ უნდა იყოს... 31 დეკემბერს გველისა და ცხენის ფიგურები ერთად უნდა გვქონდეს..." - მიხეილ ცაგარელი გვირჩევს, როგორ შევხვდეთ 2026 წელს, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოვიზიდოთ
"სუფრაზე ეს 3 რამ უნდა იყოს... 31 დეკემბერს გველისა და ცხენის ფიგურები ერთად უნდა გვქონდეს..." - მიხეილ ცაგარელი გვირჩევს, როგორ შევხვდეთ 2026 წელს, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოვიზიდოთ
15-12-2025, 19:38
დაწვრილებით