შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება?

შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება?

სამგზავრო მიკროავტობუსებით შორ მანძილზე გადაადგილების აკრძალვა, რომელიც 2026 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, მთავრობის 31 დეკემბრის დადგენილებით კვლავ გადაიდო.

ცვლილებები ეხება ტექნიკურ რეგლამენტს „ავტოსადგურისა და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების შესახებ“, სადაც ჯერ კიდევ 2024 წელს ჩაიწერა, რომ 150 კილომეტრზე მეტ მანძილზე ქალაქებსა და დასახლებებს შორის მგზავრები მხოლოდ M3 კატეგორიის, მინიმუმ „EURO IV“-ის შესაბამისი, ან 20 წელზე ძველზე არა - ავტობუსებით უნდა გადაჰყავდეთ.

რეგულაცია თავდაპირველად 2025 წლის 1 მარტიდან უნდა ამოქმედებულიყო, შემდეგ 2026-მდე გადაიდო, ახლა კი ვადა კიდევ ერთხელ შეიცვალა.

ახალი წესის მიხედვით:

  • თბილისი–ბათუმის ხაზზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა 2027 წლის 1 ივნისიდან იკრძალება;
  • სხვა საქალაქთაშორისო ხაზებზე - 2027 წლის 1 დეკემბრიდან.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"სუფრაზე ეს 3 რამ უნდა იყოს... 31 დეკემბერს გველისა და ცხენის ფიგურები ერთად უნდა გვქონდეს..." - მიხეილ ცაგარელი გვირჩევს, როგორ შევხვდეთ 2026 წელს, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოვიზიდოთ
"სუფრაზე ეს 3 რამ უნდა იყოს... 31 დეკემბერს გველისა და ცხენის ფიგურები ერთად უნდა გვქონდეს..." - მიხეილ ცაგარელი გვირჩევს, როგორ შევხვდეთ 2026 წელს, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოვიზიდოთ
15-12-2025, 19:38
დაწვრილებით