როგორი ამინდი იქნება ახალი წლის ღამეს: მოთოვს თუ არა - პროგნოზი 3 იანვრამდე

როგორი ამინდი იქნება ახალი წლის ღამეს: მოთოვს თუ არა - პროგნოზი 3 იანვრამდე

სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დი­სის პა­რა­ლე­ლუ­რად, ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი კი­თხვა ამინდს ეხე­ბა: მოვა თუ არა თოვ­ლი 31 დე­კემ­ბრის ღა­მეს? 

რო­გორც ირ­კვე­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში ნამ­დვი­ლი ზამ­თრის იდი­ლი­აა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ზო­გან კი ნა­ლე­ქი შე­რე­უ­ლი სა­ხით მოვა.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო: თოვ­ლი და თოვ­ლჭყა­პი

დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით უკვე ვი­ცით, რა სი­ტუ­ა­ცი­აც არის - და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყველ­გან თოვს, ზო­გან თოვ­ლჭყა­პია, ზო­გან წვი­მა, ხოლო მა­ღალ მთებ­ში ინ­ტენ­სი­უ­რად თოვს. სა­ღა­მოს­კენ ეს სი­ტუ­ა­ცია ცოტა ჩა­წყნარ­დე­ბა და ასე გაგ­რძელ­დე­ბა ხვალ დღის პირ­ველ ნა­ხევ­რამ­დე.

რაც შე­ე­ხე­ბა 31 დე­კემ­ბრის სა­ღა­მოს, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში კვლავ გა­ნახ­ლდე­ბა ნა­ლე­ქი, უმე­ტე­სად თოვ­ლის სა­ხით; მთა­ში და მა­ღალ მთა­ში ნამ­დვი­ლად თოვ­ლი იქ­ნე­ბა. ჩვე­ნი ვა­რა­უ­დით, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი წლის ღა­მეს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში ნა­ლე­ქი ძი­რი­თა­დად თოვ­ლის სა­ხით მოვა. სა­ნა­პი­რო რა­ი­ო­ნებ­ში შე­საძ­ლოა ზო­გან თოვ­ლჭყა­პი იყოს, ზო­გან თოვლს ურევ­დეს, ზო­გან კი წვი­მის სა­ხით მო­ვი­დეს - ანუ შე­რე­უ­ლი ნა­ლე­ქია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. და­ნარ­ჩენ რა­ი­ო­ნებ­ში - დაბ­ლობ­ში, მთა­სა და მა­ღალ მთა­ში - ნა­ლე­ქი უმე­ტე­სად თოვ­ლის სა­ხით იქ­ნე­ბა.

აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო და თბი­ლი­სი

ახლა გა­და­ვი­დეთ აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ზე. შიდა ქარ­თლში მო­სა­ლოდ­ნე­ლია თოვ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა დე­და­ქა­ლაქს, თბი­ლის­ში ხვალ, 31 დე­კემ­ბერს, დღის ბო­ლოს შე­საძ­ლე­ბე­ლია თოვ­ლჭყა­პი, რო­მე­ლიც შემ­დეგ შე­წყდე­ბა.

ახა­ლი წლის ღა­მეს თბი­ლის­ში უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. თუმ­ცა, უკვე 1 იან­ვარს, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, ვე­ლო­დე­ბით ნა­ლექს თოვ­ლჭყა­პის სა­ხით. ხოლო რო­დე­საც პირ­ვე­ლი იან­ვა­რი და­ღამ­დე­ბა - ბე­დო­ბის ღა­მეს - თოვლს ვვა­რა­უ­დობთ რო­გორც თბი­ლის­ში, ისე კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში.

ზო­გა­დად, 3 იან­ვრამ­დე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ცივი და დრო­გა­მოშ­ვე­ბით ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­ხეთ, იქ­ნე­ბა თუ არა ყინ­ვა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 31დე­კემ­ბე­რი-2 იან­ვრის ჩათ­ვლით:

  • თბი­ლი­სი: ღა­მით 0, -2°C; დღი­სით +2, +4°C.
  • სა­ნა­პი­რო რა­ი­ო­ნე­ბი (ბა­თუ­მი, ქო­ბუ­ლე­თი, ანაკ­ლია, ფოთი): ღა­მით 0, +2°C; დღი­სით +5, +7°C.
  • და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლო­ბი (ქუ­თა­ი­სი, ზუგ­დი­დი, ოზურ­გე­თი...): ღა­მით 0, -2°C; დღი­სით +4, +6°C.
  • და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ა­ნი რა­ი­ო­ნე­ბი (ამ­ბრო­ლა­უ­რი, ონი, სა­ჩხე­რე...): ღა­მით -5, -7°C; დღი­სით 0, -2°C.
  • და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღალმთი­ა­ნი რა­ი­ო­ნე­ბი (მეს­ტია, ბახ­მა­რო): ღა­მით -8, -10°C; დღი­სით -3, -5°C.
  • ქარ­თლი (რუს­თა­ვი, გორი, მარ­ნე­უ­ლი...): ღა­მით -2, -4°C (შიდა ქარ­თლში -7, -9°C); დღი­სით +2, +4°C.
  • კა­ხე­თი (თე­ლა­ვი, სიღ­ნა­ღი, ლა­გო­დე­ხი...): ღა­მით -3, -5°C; დღი­სით +2, +4°C.
  • აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ა­ნი რა­ი­ო­ნე­ბი (ახალ­ცი­ხე, ბორ­ჯო­მი, დუ­შე­თი...): ღა­მით -10, -12°C; დღი­სით 0, -2°C.
  • აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღალმთი­ა­ნი რა­ი­ო­ნე­ბი (გუ­და­უ­რი, ბა­კუ­რი­ა­ნი...): ღა­მით -13, -15°C; დღი­სით -3, -5°C.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
24-10-2025, 00:44
დაწვრილებით
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
13-12-2025, 16:15
დაწვრილებით