შეიცვლება თუ არა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფები - სემეკი გადაწყვეტილებას აქვეყნებს

შეიცვლება თუ არა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფები - სემეკი გადაწყვეტილებას აქვეყნებს

სე­მე­კი ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ტა­რი­ფებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ (სე­მეკ) სა­ჯა­რო სხდო­მა­ზე იმ­სჯე­ლა ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფე­ბის დად­გე­ნის შე­სა­ხებ.

  • კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ტა­რი­ფე­ბი დარ­ჩა უც­ვლე­ლი რო­გორც სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო (მო­სახ­ლე­ო­ბა), ასე­ვე არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო (კო­მერ­ცი­უ­ლი სექ­ტო­რი, ბიზ­ნე­სი) მი­მარ­თუ­ლე­ბით.

რო­გორც სე­მეკ-ის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სექ­ტორ­ში დად­გე­ნი­ლი დრო­ე­ბი­თი ტა­რი­ფე­ბი იმოქ­მე­დებს 2026 წლის 31 მარ­ტის ჩათ­ვლით, ხოლო ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ტა­რი­ფე­ბი ძა­ლა­ში იქ­ნე­ბა 2026 წლის 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით.

„სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კუ­ლი პო­ლი­ტი­კის ფარ­გლებ­ში, კო­მი­სი­ამ გა­მარ­თა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მიმ­წო­დე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის (შპს „თბი­ლი­სის ელექტრო­მიმ­წო­დე­ბე­ლი კომ­პა­ნია“; სს „ეპ ჯორ­ჯია მი­წო­დე­ბა“) წე­რი­ლო­ბი­თი მო­მარ­თვე­ბი, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის (სიმ­ძლავ­რის) ბა­ლანსს. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის, ასე­ვე მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის ერ­თობ­ლი­ვი ინ­ტე­რე­სია, რომ ერთი მხრივ გან­ვი­თარ­დეს ენერ­გე­ტი­კის სექ­ტო­რი და აღ­მო­ი­ფხვრას სექ­ტორ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, ხოლო მე­ო­რე მხრივ დად­გინ­დეს სა­მარ­თლი­ა­ნი ტა­რი­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც მძი­მე ტვირ­თად არ და­აწ­ვე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და ბიზ­ნეს სექ­ტორს.

რაც შე­ე­ხე­ბა მომ­დევ­ნო 5 წლის პე­რი­ოდ­ზე გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს, კომ­პა­ნი­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­ინ­ვეს­ტი­ციო გეგ­მებს და ამ კუ­თხით, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი ქსე­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მნე­ბა. ასე­ვე, გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა კო­მი­სი­ას­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო გეგ­მე­ბი ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის სექ­ტორ­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში დღემ­დე მოქ­მე­დებს 2023 წელს 3 თეთ­რით შემ­ცი­რე­ბუ­ლი ტა­რი­ფე­ბი, რომ­ლის შემ­ცი­რე­ბა­ზეც ზე­გავ­ლე­ნა იქო­ნია ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გურ „ენ­გურ­ჰე­სის“ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შე­დე­გად ია­ფი­ა­ნი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის წი­ლის ზრდამ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის შეს­ყიდ­ვის მთლი­ან კა­ლა­თა­ში, მა­ღა­ლი ჰიდ­რო­ლო­გი­ის მაჩ­ვე­ნებ­ლებ­მა, ასე­ვე 2022-2023 წლე­ბის ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში თბო­სად­გუ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ია­ფი­ა­ნი ელექტრო­ე­ნერ­გი­ით იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ენერ­გი­ის ჩა­ნაც­ვლე­ბამ”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
13-12-2025, 16:15
დაწვრილებით