რას ამბობს სკოლის მოსწავლის გაუპატიურებაში ბრალდებული

არასწრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი დანაშაულს არ აღიარებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა განაცხადა.
დამატებით დეტალებზე დაკავებულის ინტერესების დამცველმა საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე ვერ ისაუბრა.
კომენტარს ვერ გავაკეთებ, არასრულწლოვნის საქმეს ეხება. ბრალი წარუდგინეს, აღკვეთიც უნდა დაიწყოს წუთი წუთზე. საქმის დეტალებს ვერ გაგიმხელთ, სამწუხაროდ, რადგან არასრუწლოვნის საქმეს ეხება, არ მინდა, რომ მის შესახებ რაიმე უფრო მეტი დეტალი გავრცელდეს საჯაროდ.
კომუნიკაცია მქონდა, არ აღიარებს, - ამბობს ირმა ინასარიძე.
შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 1997 წელს დაბადებული დ.ჭ. და წარსულში ნასამართლევი, 2004 წელს დაბადებული ზ.პ დააკავეს.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა არასრულწლოვანი ნ.ღ. თბილისში, ერთ-ერთ ჰოსტელში მოტყუებით წაიყვანეს და მასზე სექსუალურად რამდენჯემრე იძალადეს.
