უამინდობამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა - რთული მდგომარეობაა იმერეთისა და სამეგრელოში

დღეს დილიდან დასავლეთ საქართველოში უამინდობამ მაღალი და დაბალი ძაბვების ელექტროქსელის დაზიანება გამოიწვია - ინფორმაციას ენერგო-პრო ჯორჯია ავრცელებს.
მათი თქმით, ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
კომპანიის დამატებითი ბრიგადები დანარჩენი საქართველოდან უკვე ჩასულები არიან დაზიანების ადგილებზე.
განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა იმერეთის და სამეგრელოს რეგიონებში ელექტეოენერგიის მიწოდება შეფერხებული ჰქონდა რკინიგზას.
რიკოთის მონაკვეთი უკვე აღდგენილია, თუმცა, ქუთაისთან სამგზავრო მატარებელი გაჩერებულია. აღნიშნულ მონაკვეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეძლებისდაგვარად დროულად აღუდგება ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახური საგანგებო რიჟიმში იმუშავებს იქამდე, სანამ სრულად არ აღდგება ენერგომომარაგება"- წერია განცხადებაში.
FB კომენტარები
