შუახევის სოფელ ჭვანაში მეწყრული პროცესი განვითარდა - ოჯახები სახლების დატოვების შესახებ გააფრთხილეს

"ბათუმელების" ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანაში მეწყრული პროცესი განვითარდა - მოსალოდნელი საფრთხის გამო, სახლების დატოვების შესახებ 14 ოჯახი გააფრთხილეს.
მეწყრის შესახებ ინფორმირებულია შუახევის მერია და სოფელში სპეციალისტებიც იმყოფებოდნენ. მეწყრული პროცესი 25 დეკემბერს განვითარდა. მეწყრული პროცესი 25 დეკემბერს განვითარდა.
შუახევში, ისევე როგორც აჭარის ბევრ მაღალმთიან სოფელში, დღეს, 27 დეკემბერს, თოვს.
- გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს – საფრთხის დონე საშუალოა.
FB კომენტარები
