1 ცვლილება, რომელიც ახალი წლიდან ამოქმედდება და ავტომობილების მძღოლებს შეეხება - რა უნდა იცოდეთ?

1 ცვლილება, რომელიც ახალი წლიდან ამოქმედდება და ავტომობილების მძღოლებს შეეხება - რა უნდა იცოდეთ?

1-ელი იან­ვრი­დან მძღო­ლე­ბი ზედ­მე­ტი ხმა­უ­რის გამო და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან. ამის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა­შია სა­უ­ბა­რია.დო­კუ­მენ­ტში, რო­მე­ლიც 25 დე­კემ­ბრით არის და­თა­რი­ღე­ბუ­ლი, გა­წე­რი­ლია ხმა­ურს ზედა ზღვა­რი, ასე­ვე დრო­ის ის კონ­კრე­ტუ­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბი, რა დრო­საც გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ი­ზღუ­დე­ბა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ახა­ლი წლი­დან ძა­ლა­ში “ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის“ ის ნორ­მა შე­დის, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ღა­მის სა­ა­თებ­ში, კერ­ძოდ, 23:00 სა­ა­თი­დან 08:00 სა­ა­თამ­დე, და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­ში სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ი­სას წარ­მოქ­მნი­ლი ხმა­უ­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი და­საშ­ვე­ბი დონე არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 80 დე­ცი­ბელს.

ამასთან, დადგენილების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დასაშვებ ნორმასთან შესაბამისობას შსს-ს უფლებამოსილი პირი დაკალიბრებული/ სერტიფიცირებული პორტატული აპარატით შეამოწმებს.

იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე, ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამოა, პირს ადმინისტრაციული სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

უფრო ზუსტად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 200 ლარი იქნება, ხოლო შემდეგ ჯერზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი 300 ლარით დაჯარიმდება.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
13-12-2025, 16:15
დაწვრილებით