"ჩვენი კესანე გაქრისტიანდა“ – ნოდიკო ტატიშვილმა და თათია ერქვანიძემ შვილი მონათლეს: ვინ არიან ცნობილი ნათლიები

მომღერალ ნოდიკო ტატიშვილისა და მისი მეუღლის, ექიმ თათია ერქვანიძის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღეა – წყვილმა პირველი შვილი, კესანე მონათლა. ნათლობის ფოტოები მომღერალმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა და საზოგადოებას ქალიშვილის გაქრისტიანება ახარა.
- პატარა კესანეს ნათლიები ოჯახის ახლო მეგობრები – მომღერალი ლელა წურწუმია და ექიმი-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა არიან.
-
"ჩვენი კესანე გაქრისტიანდა. მადლობა ძვირფას ნათლიებს. გვიყვარხართ! მადლობა ჩემს მამა აკაკი ქიქავას, მამა დემეტრეს და მამა ილიას! გილოცავთ შობას და წმინდა სპირიდონის ხსენების დღეს!“ – წერს ნოდიკო ტატიშვილი.
-
საიდუმლოდ შენახული ამბავი
შეგახსენებთ, რომ ნოდიკო ტატიშვილი და თათია ერქვანიძე დაახლოებით ორი წლის წინ, ერთ-ერთ ღონისძიებაზე შეხვდნენ ერთმანეთს. წყვილმა პირადი ურთიერთობისა და ორსულობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას საგულდაგულოდ დაუმალა.
FB კომენტარები
