“ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტია ნალი - შესაძლოა ორი ნალიც იყოს...“ - რა უნდა გავაკეთოთ ახალი წლის ღამეს რომ მოვიზიდოთ ბარაქა და სურვილები აგვისრულდეს: მიხეილ ცაგარელი გვირჩევს

“ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტია ნალი - შესაძლოა ორი ნალიც იყოს...“ - რა უნდა გავაკეთოთ ახალი წლის ღამეს რომ მოვიზიდოთ ბარაქა და სურვილები აგვისრულდეს: მიხეილ ცაგარელი გვირჩევს

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა, საახალწლო რიტუალებზე ისაუბრა და საზოგადოებას ურჩია რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რაც მათ 31-ში უნდა გაითვალისწინონ.

  • მიხეილ ცაგარელის თქმით, კარგი განწყობა, ოპტიმიზმი და რამდენიმე რიტუალი, 2026 წელს სანუკვარი სურვილების ასრულებაში დაგვეხმარება:

“31-ში გჭირდება 2 ფიგურა: გველის და ცხენის ფიგურა. სასურველია იყოს წითელი ფერის (ბორდო, ვარდისფერი, წითლის კომბინაციები). სასურველია გვეცვას ყვითელ-ოქროსფერი ტონები, ლურჯი, ცისფერი და მწვანე.

გველის ფიგურას წინ დაუდეთ რძე. ცხენს - თივა, თუ გაქვთ საშუალება. ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტია წელს ნალი. ეს არის ერთ-ერთი დიდი სიმბოლო. შესაძლოა ორი ნალიც იყოს. მრგვალი ფორმა უნდა იყოს ქვევით, როდესაც ღია ნაწილში ისხმება ხვავი და ბარაქა, ის იქ რჩება.

თუ ღია პირს ქვემოთ მოაქცევთ, ფინანსურ ბარაქას ვერ მოგიტანთ, მაგრამ გაძლევთ შინაგან სიმშვიდეს. ამიტომ შეგიძლიათ ორი ნალი ცხენის გამოსახულებასთან დადოთ - ერთს მაღლა რომ ჰქონდეს გახსნილი მხარე, მეორე დაბლა: ბარაქისთვის და სიმშვიდისთვის.

გველის უკან წყლით სავსე ჭიქა დავდოთ, ცხენის უკან კი სანთელი.

არ დაგავიწყდეთ, ნახევარი საათით ადრე აანთეთ სანთელი და ძელ წელს მადლობა გადაუხადეთ. შემდეგ, ზუსტად 12:00 საათზე ჩაუთქვამთ სურვილებს: შეიძლება იყოს ერთი სურვილი, შეიძლება 10,“ - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
"სუფრაზე ეს 3 რამ უნდა იყოს... 31 დეკემბერს გველისა და ცხენის ფიგურები ერთად უნდა გვქონდეს..." - მიხეილ ცაგარელი გვირჩევს, როგორ შევხვდეთ 2026 წელს, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოვიზიდოთ
"სუფრაზე ეს 3 რამ უნდა იყოს... 31 დეკემბერს გველისა და ცხენის ფიგურები ერთად უნდა გვქონდეს..." - მიხეილ ცაგარელი გვირჩევს, როგორ შევხვდეთ 2026 წელს, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოვიზიდოთ
15-12-2025, 19:38
დაწვრილებით