კახეთში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ბებია აიყვანა მძევლად - რას აცხადებს შსს?

კახეთში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ბებია აიყვანა მძევლად - რას აცხადებს შსს?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ამ ოჯა­ხის წევ­რის მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის ბრალ­დე­ბით ერთი პირი და­ა­კა­ვა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი და ამ­ჟა­მად პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი, 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.კ. ოჯა­ხის წევ­რის მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მძევ­ლად აიყ­ვა­ნა სა­კუ­თა­რი ბე­ბია - 1950 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.კ. და თა­ვი­სი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან ჩა­მოყ­ვა­ნას ითხოვ­და, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი ბე­ბი­ის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით იმუქ­რე­ბო­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად ბრალ­დე­ბუ­ლი ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს. ნ.კ. სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 144-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 14 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს" , - ვკი­თხუ­ლობთ უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში. .

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
13-12-2025, 16:15
დაწვრილებით