"მკვეთრად მოიმატა გრიპის შემთხვევებმა... შეგახსენებთ, რომ აუცრელ ადამიანებში გრიპით სიკვდილის შემთხვევებიც არსებობს" - რას წერს მაია ბუწაშვილი

"მკვეთრად მოიმატა გრიპის შემთხვევებმა... შეგახსენებთ, რომ აუცრელ ადამიანებში გრიპით სიკვდილის შემთხვევებიც არსებობს" - რას წერს მაია ბუწაშვილი

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი, მაია ბუ­წაშ­ვი­ლი ქვე­ყა­ნა­ში გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა­ზე წერს. ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დებს.

"ისევ გრი­პის თე­მა­ზე, ამ­ჟა­მად მკვეთ­რად მო­ი­მა­ტა გრი­პის შემ­თხვე­ვებ­მა. სწრა­ფი ტეს­ტით და PCR კვლე­ვით ხში­რად დას­ტურ­დე­ბა A ტი­პის გრი­პი. ბევ­რის­გან ვის­მენ მა­რა­დი­ულ ფრა­ზას: “რა აზრი ჰქონ­და აც­რას, მა­ინც გავ­ცივ­დი”. ჯერ ერთი, გრი­პის ვაქ­ცი­ნას არ აქვს იმის ამ­ბი­ცია, რომ მისი გა­კე­თე­ბის შემ­დეგ “არ გავ­ცივ­დე­ბით”.

აქვე და­ვა­მა­ტებ, რომ “გა­ცი­ვე­ბა” არ არ­სე­ბობს და სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა ეს “გა­ცი­ვე­ბა” რო­მე­ლი­ღაც ვირუ­სუ­ლი ან ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­აა. მათ შო­რის მხო­ლოდ ერთ-ერ­თია გრი­პის ვირუ­სი, რო­მელ­ზეც კეთ­დე­ბა ვაქ­ცი­ნა. თუმ­ცა ადა­მი­ა­ნე­ბი სა­სუნ­თქი გზე­ბის ყვე­ლა სიმპტომს “გრიპს” ეძა­ხი­ან.

გრიპ­ზე აც­რი­ლებ­საც ემარ­თე­ბათ გრი­პი, მაგ­რამ მათ­ში ბევ­რად მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­სა­ბა­მი­სად, აც­რი­ლებს გრი­პი არ (ან ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად) ურ­თულ­დე­ბათ პნევ­მო­ნი­ით და არ სჭირ­დე­ბათ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ აუც­რელ ადა­მი­ა­ნებ­ში გრი­პით სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვე­ბიც არ­სე­ბობს. სე­ზო­ნუ­რი გრი­პით მსოფ­ლი­ო­ში ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა. ყო­ველ წელს გრი­პის ვირუ­სი ახა­ლი ქვე­ტი­პით გვევ­ლი­ნე­ბა. ამი­ტომ აცრა ყო­ველ წელს ტარ­დე­ბა. ვაქ­ცი­ნა ყვე­ლას­თვის უფა­სოა და ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს, ვი­საც ამ სე­ზონ­ზე ჯერ არ ჩა­უ­ტა­რე­ბია" - წერს ბუ­წაშ­ვი­ლი.

FB კომენტარები
კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
რეკომენდირებულია
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
ჭორები მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე, "იმედიდან" წამოსვლის თემა და კომპლექსები გარდატეხის ასაკში - ნინი ბადურაშვილის გულწრფელი პასუხები მის გარშემო აქტუალურ კითხვებზე
29-11-2025, 21:01
დაწვრილებით
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო, ახლა - გახშირდა..." - ქვეყანაში მუნის შემთხვევები იმატებს: როგორ ჩნდება და ვრცელდება ეს დაავადება, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
24-10-2025, 00:44
დაწვრილებით
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
"...იმ დღეს სოფო მოვიდა, ყოველთვიურ ვიზიტზე და ვინაიდან მრავალი წელია, არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა" - სააკაშვილი
13-12-2025, 16:15
დაწვრილებით
14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: ადამიანი, რომელიც თავიდან ყველანაირად სასიამოვნოდ მოგეჩვენებათ, სინამდვილეში შეიძლება თაღლითი აღმოჩნდეს
14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: ადამიანი, რომელიც თავიდან ყველანაირად სასიამოვნოდ მოგეჩვენებათ, სინამდვილეში შეიძლება თაღლითი აღმოჩნდეს
14-09-2025, 15:29
დაწვრილებით