ტრაგედია ბოლნისის მუნიციპალიტეტში - ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად 3 შვილის დედა დაიღუპა

წუხელ ტრაგედია დატრიალდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, სადაც ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად 3 შვილის დედა დაიღუპა - გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალია. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი სახლში სააბაზანოში ყოფნისას ნახშირორჟანგის გაჟონვის შედეგად დაიღუპა. ბავშვები უბედური შემთხვევისას სახლში იმყოფებოდნენ, თუმცა მათ არაფერია დაშავებიათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
FB კომენტარები
